ვინ არის ლეღველი ახალგაზრდა პოეტი, რომლის მე-5 პერსონალური საღამო გაიმართება

ახალი ამბები ახალი ამბები ცხრაფონა

25 ივლისს, 16:00 საათზე ქობულეთის მუზეუმში კიდევ ერთი პოეზიის საღამო გაიმართება. საღამოს მთავარი გმირი 17 წლის ლეღველი ახალგაზრდა პოეტი, ზურა ნემსაძე გახლავთ. ზურა 4 წელია რაც პოეზიის შემოქმედებით გზას დააგდა და დღემდე უამრავი კარგი და დასამახსოვრებელი ლექსი დაწერა.

ახალგაზრდა პოეტის დებიუტი პოეზიაში გასული წლის 24 თებერვალს შედგა, სოფელ ლეღვის N1 საჯარო სკოლაში, შემდეგ იყო რამდენიმე შემოქმედებითი საღამო და ახლა უკვე ზურა ნემსაძის მეხუთე პერსონალური საღამო გაიმართება სახელწოდებით:

“სევდიან ქუჩას ისევ შენი ღიმილი ათბობს”

პოეტი კითხვაზე თუ ვის ეძღვნება მე-5 შემოქმედებითი საღამო აანონსებს, რომ მაყურებელი აუცილებლად გაიგებს მის ვინაობას.

საღამოზე მოსული სტუმრები ახალგაზრდა პოეტის ძველი ლექსების ახალ ვერსიას მოისმენენ, რომლებიც პერფორმანსების სახით იქნება წარმოდგენილი. საღამოზე ასევე შესრულდება მუსიკალური ნომრები და ნაჩვენები იქნება საინტერესო ვიდეო კოლაჟები.

საღამოს მხარდამჭერებია ქობულეთის მერია და ქობულეთის მუზეუმი, ხოლო ორგანიზატორი გახლავთ ქობულეთის სასულიერო სკოლის მოსწავლე ზაზი ბერიძე.

 

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *