ცხრაფონაში მინერალური წყალი აღმოაჩინეს, რომელსაც სამკურნალო თვისებები შეიძლება ჰქონდეს

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები ცხრაფონა

სოფელ ცხრაფონაში მინერალური წყალი აღმოაჩინეს. წყალს მინერალურ ნივთიერებათა შემცველობის გამო, შესაძლოა სამკურნალო თვისებები ჰქონდეს. გასულ კვირას მინერალური წყლის, “mineral water”-ის მკლევართა ჯგუფი იმყოფებოდა ცხრაფონაში. შეისწავლეს წყლის ადგილმდებარეობა, აიღეს სინჯები და გადააგზავნეს გერმანიის წყლის კვლევით ცენტრში.

თუ დადასტურდა წყლის მინერალური სარგებლიანობა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დაავადებების განკურნება. რამდენიმე კომპანია დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, ელოდებიან დასკვნას, რათა შეისყიდონ მიწის ნაკვეთი, სადაც წყალი გამოედინება.

მიწის ნაკვეთი, სადაც წყალმა ამოჟონა ერთ-ერთი მკვიდრის საკუთრებაშია. ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნულ მკვიდრს, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, სანამ წყლის სარგებლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნები არ იქნება. პირად საუბარში იმასაც გვეუბნება, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ერთ-ერთი კომპანია მზად არის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადოს მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ.

წყლის ვარგისიანობისა და მინერალური თვისებების დადასტურების შემთხვევაში საინტერესოა აშენდება თუ არა ცხრაფონაში რეაბილიტაციის ცენტრი ან გაიხსნება თუ არა მინერალური წყლის ქარხანა.

 

ყურადღება – სტატია მომზადდა პირველი აპრილის დღის მნიშვნელობის ფარგლებში!

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *