თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალური ოლიმპიადის მონაწილეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

ახალი ამბები ახალი ამბები მთავარი სიახლეები

დღეს თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალურ ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებს ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია “ლეღვას” წარმომადგენლები და პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალ ტალღაში” გაიმართა. მონაწილე გუნდებს “ახალი ტალღის” ღონისძიებათა ორგანიზატორმა მარია წულუკიძემ გააცნო ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი და პროფესიული სასწავლებლის მოქმედი სპეციალობები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ ოლიმპიადას. პროექტის ავტორმა და ორგანიზატრმა ნიკოლოზ ცეზარიშვილმა მონაწილე გუნდებს წარუდგინა პრეზენტაცია და ინტელექტუალური ოლიმპიადის შესახებ ისაუბრა.

ნიკოლოზ ცეზარიშვილი: “ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ გავიცანით მონაწილე გუნდები. ძალიან მოტივირებულები და მომზადებულები არიან. ოლიმპიადაში მონაწილეობენ გუნდები, რომლებსაც აქვთ უკვე გამოცდილება მსგავს პროექტებში, მაგრამ ასევე ამ ინტელექტუალური თამაშისათვის სკოლებმა სპეციალურად დააკომპლექტეს გუნდები, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადებში და სწორედ ამიტომ არის კარგი ასეთი პროექტები, რომ მოსწავლეების ჩართულობა საგანმანათლებო და ინტელექტუალურ თამაშებში გაიზარდოს.”

დღეს, ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის გუნდის ორ მონაწილეს, მარიამ ყარსილაძესა და თორნიკე მახარაძეს დაბადების დღე ჰქონდა, რომლებსაც ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია “ლეღვას” სახელით შეხვედრაზე გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები – წიგნები.

თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალური ოლიმპიადა 8 დეკემბერს შესარჩევი ტურით დაიწყება და 24 დეკემბერს ფინალური შეჯიბრებით დასრულდება.

წარმოგიდგენთ ოლიმპიადაში მონაწილე სკოლებს:

1.     სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
2.     სსიპ ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლა
3.     სსიპ – ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლა
4.     სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა
5.     ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა
6.     სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლა
7.     სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა
8.     სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა
9.     სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა
10.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლა
11.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა
12.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლა
13.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა
14.  სსიპ – თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლა
15.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლა
16.  სსიპ – ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა
17.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლა
18.  ა(ა)იპ ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი
19.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა
20.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
21.  შპს ,,ფარნავაზი”
22.  სსიპ – რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლა
23.  სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა
24.  სსიპ -ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა
Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *