თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალურ ოლიმპიადაზე გაზაფხულის თამაშებში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალი ამბები ახალი ამბები გაზაფხულის სერია • 2019 კატეგორიის გარეშე მთავარი ოლიმპიადა "ოცდაოთხი" სიახლეები

Legva.ge და ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” ინტელექტუალურ ოლიმპიადას იწყებს. პროექტი, რომელიც გასული წელს წარმატებით ჩატარდა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა გაზაფხულის თამაშებს იწყებს. ინტელექტუალური კონკურსი ლოგიკურ კითხვებზე აგებული თამაშია, სადაც სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრება და საბოლოოდ, 3 ტურის შემდეგ, 24 სკოლიდან საუკეთესო სამეულს ჟიური გამოავლენს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კონკურენტუნარიანობის ხარისხის ამაღლება, მოსწავლეებში ინტელექტუალური ნიჭის გაღრმავება და გუნდური მუშაობის გამოცდილება.

ოლიმპიადა ჩატარდება ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღაში”, რომელიც დაიწყება 11 მაისს და ფინალური შეჯიბრით დასრულდება 24 მაისს.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ქობულეთის 22 კერძო და საჯარო სკოლის 144 მოსწავლე. წელს სიახლეა, რადგან მონაწილეთა შორის ერთ გუნდს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი წარადგენს, ხოლო Legva.ge-ს თავისი გუნდი ეყოლება.

მონაწილეობისთვის აუცილებელია სკოლამ დაარეგისტრიროს მონაწილე გუნდი ოლიმპიადაზე. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

ინტელექტუალური ოლიმპიადა ეძღვნება თეონა ტაკიძის ხსოვნას.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *