თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალურ ოლიმპიადაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალი ამბები ახალი ამბები სიახლეები

ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია “ლეღვა” ინტელექტუალურ ოლიმპიადას იწყებს. პროექტი, რომელიც ბათუმში 2013 წლიდან პოპულარობით სარგებლობდა, წელს ქობულეთის სკოლებს შორის გაიმართება. ინტელექტუალური კონკურსი ლოგიკურ კითხვებზე აგებული თამაშია, სადაც სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრება და საბოლოოდ, 3 ტურის შემდეგ, 24 სკოლიდან საუკეთესო სამეულს ჟიური გამოავლენს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კონკურენტუნარიანობის ხარისხის ამაღლება, მოსწავლეებში ინტელექტუალური ნიჭის გაღრმავება და გუნდური მუშაობის გამოცდილება.

ოლიმპიადა ჩატარდება ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღაში”, რომელიც დაიწყება 8 დეკემბერს და ფინალური შეჯიბრით დასრულდება 24 დეკემბერს.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ქობულეთის 24 კერძო და საჯარო სკოლის 144 მოსწავლე. მონაწილეობისთვის აუცილებელია სკოლამ დაარეგისტრიროს მონაწილე გუნდი ოლიმპიადაზე. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

მხარდამჭერებია ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა”  და “TV25”.

ინტელექტუალური ოლიმპიადა ეძღვნება თეონა ტაკიძის ხსოვნას.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *