ლეღვაში თეონა ტაკიძის სახელობის ვარდების ბაღი გაკეთდა

I საჯარო სკოლა ახალი ამბები ახალი ამბები

სექტემბრის ტრაგედიამ შავებით შემოსა სოფელი, სკოლა, კლასი… შემოდგომის ფოთოლივით შეწყვიტა სიცოცხლე და მოსწყდა დედამიწას სიცოცხლით სავსე გოგონა.

11 ოქტომბერს, სამოქალაქო კლუბ ,,ახალი ხედვის” ხელმძღვანელმა ქეთევან კაკალაძემ კლუბის წევრებთან ერთად ლეღვას N1 საჯარო სკოლის ეზოს ტერიტორიაზე გააკეთა თეონა ტაკიძის სახელობის ვარდების ბაღი, სადაც დაირგო ოცამდე სხვადასხვა სახეობის ვარდი, ყვავილი და ბუჩქოვანი მცენარე.

,,გადავწყვიტეთ ეს ბაღი თეონას საპატივცემულოდ გაგვეკეთებინა, მთავარი მიზანი არის, რომ მისი სახელი სამუდამოდ დარჩეს და არასოდეს წაიშალოს ჩვენს სკოლაში. მის სახელზე უამრავი ვარდი დაირგო და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ისეთივე ლამაზი იქნება ,როგორიც თვით თეონა იყო” – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.

ვარდების ბაღს სამომავლოდაც შეემატება ვარდის სხვა და სხვა სახეობები. სამოქალაქო კლუბი კი სამომავლოდ პოეზიის საღამოს ჩატარებას გეგმავს, რომელიც მიეძღვნება თეონა ტაკიძის ხსოვნას. საღამოზე თეონას ჩანახატები და ესსეები იქნება წარდმოდგენილი.

თეონა ტაკიძე გასული თვის 7 სექტემბერს, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის ლეღვას N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე იყო.

 

ავტორი: ირა დოლიძე

 

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *