ორი გარდაცვლილი – “მგვალი ტბის” სეზონი გახსნილია

ახალი ამბები ლეღვა მთავარი

ზაფხულის ცხელი დღეების შესამსუბუქებლად “მგვალ ტბაზე” ახალგაზრდებმა დაიწყო სიარული.

“მგვალ ტბაზე” მდინარე ცხრაფონა ჩამოედინება. ჩიტების ჟღურტული, თვალისმომჭრელი ადგილები, მდინარის წყნარი დინება და უმშვენიერეს ბუნებაში ჩადგმული ტბა  მრავალი ათეული წელია არსებობს სოფელ ლეღვაში. ტბაზე ზაფხულში ყოველთვის ხმაურია. აქ მოდიან სოფლის ახალგაზრდები. ასევე ტბაზე საქართველოს სხვა და სხვა ქალაქიდან ჩამოდიან, ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ ტბას.

ტბის მიმდენარე ტერიტორია

აქ ხშირად ეწყობა “შატალოები”, ლაშქრობები და ბევრიც ტბის სიახლოვეს, ბუნებაში პიკნიკსაც გეგმავს, მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ დარჩენილი ტბის მიმდებარე ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება.

“მგვალი ტბა” დღესდღეობით ორ მსხვერპლს ითვლის. 80-იან წლებში ტბაში 10 წლის ქელეშალ ართმელაძე დაიხრჩო, ხოლო XXI-ე საუკუნის მეორე ათეულში სოფელში, სხვა ქალაქიდან ჩამოსულ სტუმარს ფეხი დაუცურდა და გატეხილი ბოთლის ნამსხვრევებზე დაეცა. სამწუხაროდ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

“მგვალი ტბა” დღეს სოფლის საზაფხულო სეზონზე სიამოვნების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *