სტუდენტი 100%-იანი დაფინანსებით – როგორ გამოიყურება 2018 წლის, სოფელ ლეღვას კურსდამთავრებულთა სტატისტიკა

I საჯარო სკოლა II საჯარო სკოლა ახალი ამბები კატეგორიის გარეშე

2018 წლის ეროვნულ გამოცდაზე დაახლოებით 39 000 აპლიკანტი იყო, რომელთაგან მხოლოდ 27 906 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი.

2018 წლის მონაცემებით სოფელ ლეღვას ორ საჯარო სკოლას 31 კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის იყო 23 აბიტურიენტი.

31 კურსდამთავრებულიდან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი 3-მა მოსწავლემ ვერ აიღო, მათგან ორი აბიტურიენტი იყო.

დარეგისტრირებული 23 აპლიკანტიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ 14 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათ შორის 7 ლეღვას N1 საჯარო სკოლიდან, და ამდენივე N2 საჯარო სკოლიდან. დანარჩენი, 9 აბიტურიენტიდან 2 საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრის შედეგად გამოეთიშა კონკურსს, ხოლო 6-მა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ასევე იყო ერთი აბიტურიენტიც, რომელმაც ყველა გამოცდა ჩააბარა, თუმცა უნივერსიტეტში ჩასარიცხი ქულა არ ეყო და სტუდენტი ვერ გახდა.

ჩარიცხული სტუდენტებიდან, მხოლოდ ერთმა მოიპოვა დაფინანსება. ლეღვას N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ინგა სურმანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის.

სოფელ ლეღვას ერთადერთი გრანტოსანი როგორც გვეუბნება ზოგადი უნარების გამოცდაში მხოლოდ 3 თვის განმავლობაში დადიოდა რეპეტიტორთან. სხვა დანარჩენში კი დამოუკიდებლად მოემზადა.

legva.ge – ინგა, კმაყოფილი ხარ თუ არა შედეგებით

ინგა – კი, საკმაოდ

legva.ge –  სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი

ინგა – გეგმები ასეთია, მინდა უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრო და პირადი კარიერა მოვაწყო. სხვა დანარჩენს დრო მიჩვენებს…

legva.ge – რას ურჩევ მომავალ აბიტურიენტებს?

ინგა – დროს ნუ დაკარგავენ ტყუილად და მათი შესაძლებლობები გამოიყენონ მაქსიმალურად, თავდაუზოგავი შრომით ყველაფერს მიაღწევენ! შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. წარმატებებს ვუსურვებ მომავალ აბიტურიენტებს.

გთავაზობთ 2018 წლის კურსდამთავრებულთა სიას, რომლებიც სხვა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ:

  • ლეღვას N1 საჯარო სკოლა

  1. გიორგი სეფერთელაძე – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (ბიზნეს ადმინისტრირება)
  2. ლიკა რომანაძე – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (ჟურნალისტიკა)
  3. ლუკა მჟავანაძე – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (გემის მექანიკა)
  4. ნინი გიორგაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისური ფილოლოგია)
  5. ქრისტინა სეფერთელაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ფილოლოგია)
  6. ხატია დათუნაიშვილი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფსიქოლოგია)
  7. ხატია მიქელაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისური ფილოლოგია)
  • ლეღვას N2 საჯარო სკოლა

  1. ბექა ბოლქვაძე – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (გემის მექანიკა)
  2. თამთა ანანიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისტორია)
  3. ინგა სურმანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა)
  4. მარიამ დუმბაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისური ფილოლოგია)
  5. მარიამ ტაკიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობა)
  6. მინდია გუნდაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (სამართალი)
  7. ნინო ბერიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობა)

legva.ge ულოცავ ყველა მათგანს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებებს.

 

 

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *