სოფელ ლეღვის ქორეოგრაფიული ანსამბლის საჩვენებელი კონცერტი

I საჯარო სკოლა ახალი ამბები მთავარი სასოფლო კლუბი

სოფელ ლეღვის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ანსამბლის მონაწილეების მშობლებისთვის საჩვენებელი კონცერტი გამართა.

კონცერტზე 3 ქართული ცეკვა – განდაგანა, რაჭული და ხევსურული იყო ნაჩვენები.

ანსამბლის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი ნიკოლოზ დარჩიძე ანსამბლის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გეგმავს გასვლით კონცერტებს და ანსამბლთან ყველა ნაციონალური ცეკვის დადგმას. პირველი, სექტემბრიდან ქალ-ვაჟთა ყაზბეგურ და მთიულურ ცეკვებს დადგამს.

“ეს კერძო წრეა, ფინანსურად ვერ წვდებიან მშობლები ხარჯებს. არაა საშუალება იმდენი რომ გასტროლებს შეწვდნენ, ფორმა შეუკერონ ბავშვებს. რთულია მუშაობა ესეთ კონტიგენტზე, მაგრამ რამდენადაც შეგვიძლია ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ” – ამბობს ნიკოლოზ დარჩიძე

“არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავს. ზრუნავენ იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ, რაც ძალიან მახარებს”  – თამილა გეგიძე.

სოფელ ლეღვის ქორეოგრაფიული ანსამბლი 8 თვის წინ შეიქმნა.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *