სოფელ ლეღვას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე კონტაქტი ლეღვა სიახლეები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი  აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვნით მიმართავენ ფაროსანას  შესაწამლი შხამ- ქიმიკატების შეძენა  შეღავათიან ფასებში შეძლონ, ასევე გაეწიოთ  კონსულტაციები როგორ დაიცვან წამლობის პროცედურები.

ლევან ცხომელიძე: ჩვენ გვინდა რომ მიგვითითონ რა გვჭირდება თხილი იქნება თუ მანდარინი. ციტრუსი ნახევარი გადავყარეთ, თხილი ერთი კილო არ ამიღია გასულ წელს. ერთი ლარის შემოსავალი არ მაქვს, როდესაც ვკრეფ 2 ტონა თხილს – ამბობს აქციაზე მისული სოფელ ლეღვას მკვიდრი.

ფერმერები მოითხოვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა შხამქიმიკატის ხარისხზე. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით ქიმიკატების  შეძენას უწყება არ უზრუნველყობს.  უწყება  მიაწოდებს  სწორ  ინფორმაციას თუ როგორ და რა დოზით უნდა შეიწამლოს თხილის ბაღი.

ტიტე აროშიძე: კონტროლი 2019 წელს გაცილებით გაძლიერებულია წამლებთან და იმ პრეპარატებთან დაკავშირებით რომლებიც შემოდის. უკვე დაიწყება ლიცენზირების პროგრამები გარკვეულ მაღაზიებზე, რომლებსაც ექნება გაყიდვის უფლება და ფაქტიურად შეიძლება ითქვას ის პრობლემა აღმოიფხვრება, რაც უხარისხო წამლებთან დაკავშირებით არსებობდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის რომ,  ფერმერმა მოახერხოს სწორი აგრო-ტექნოლოგიების ჩატარება მოვლისა და აღებისა შემთხვევაში – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *