სკურის საჯარო სკოლასთან გამომშვიდობების საღამო

ახალი ამბები მთავარი სკურის საჯარო სკოლა

15 ივნისს სკურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. სკოლას  ბოლო ზარით გამოემშვიდობა მე-9 კლასელებმა. მოსწავლეებმა საღამოზე შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებაზე დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო მათი სკოლაში გავლილი მხიარული წლები და მასწავებელთა პაროდიები.

ბოლო ზარს ესწრებოდა სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის მოსწავლეები.

სკოლის დირექტორმა ქ-ნ ეთერი ძიძიგურმა ბავშვები დალოცა, თითოეული შესანიშნავად დაახასიათა და წარმატებები უსურვა. კლასის დამრიგებელმა კი გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს იტირა.

სკურის საჯარო სკოლა 2018 წლის სასწავლო წელს სამმა მოსწავლემ, რეზი დათუნაიშვილმა, მარიმ და ნიკა ჯინჭარაძეებმა დაასრულა.

ბოლო ზარს ორგანიზება სკურის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, გურანდა ხაჯიშვილმა გაუწია.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *