შსს-მ ლეღვაში საცხოვრებელი სახლების ქურდობის ფაქტი გახსნა – დამნაშავე დაკავებულია

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე ლეღვა მთავარი სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლების ქურდობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში ქობულეთის რაიონ სოფელ ლეღვაში მდებარე 2 საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო: https://police.ge/12566?fbclid=IwAR1aSAG3vFnz54MDPVW_dHViGmXqRzaZlNtIj0hwzz9TfnF0BMryxZbpldM

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *