“სენტენციის” I სეზონი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე სიახლეები

ფეისბუქგვერდი “ლეღვას” ადმინისტრაციამ 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყო საზოგადოებრივი თოქშოუს მომზადება. “სენტენცია” – ასე ერქვა გადაცემას, რომელიც ყოველი თვის სადღესასწაულო რიცხვში ფეისბუქგვერდი “ლეღვას” პირდაპირი ეთერის იმიტაციით ირთვებოდა.

საზოგადოებრივ თოქშოუ “სენტენციის” პირველ სეზონზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. წამყვანის, პროდიუსერის, ოპერატორის, სცენარისტების, გრიმიორისა და მძღოლის 5 თვიანი მუშაობის შედეგმა საბოლოოდ 7 გადაცემა შექმნა, რომლის საერთოდ ნახვების რაოდენობა 25,500 შეადგინა.

თითოეული გადაცემის ნახვების რაოდენობა ასე გამოიყურება

გადაცემების ნახვების რაოდენობით მაყურებელთა ინტერესი სხვა და სხვა თემების მიხედვით მკვეთრად გამოიხატა. იმ 2 გადაცემა თემა, რომელსაც ყველაზე დაბალი ყურებადობა ჰქონდა იყო ფაშიზმზე გამარჯვების დღესა და 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირზე. შესაბამისად მსგავსი თემები, სამწუხაროდ ნაკლებად საინტერესოა მაყურებლისთვის. რაც შეეხება ყველაზე ყურებად გადაცემებს, ეს იყო გადაცემა ბავშვებზე, სადაც იყო სევდიანი ისტორიები. ხოლო მეორე ერთ-ერთი ყურებადი გადაცემა იყო სიყვარულზე, სადაც სკანდალური სტუმრები იყო გადაცემაში. 7 გადაცემის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი თემების მიხედვით გასაგებია.

ახლა მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტულად თითოეული გადაცემის სიუჟეტების რეიტინგები ნახვების რაოდენობით

  • 1 გადაცემა – “განსხვავებული დედობა” – 3,400 ნახვა
  • 2 გადაცემა – “დღეს პირველი აპრილია” – 6,300 ნახვა
  • 3 გადაცემა – “24 წელი • გყვარობ” – 11,400 ნახვა
  • 4 გადაცემა – “ფაშიზმზე გამარჯვების დღე” – 20,600 ნახვა
  • 5 გადაცემა – “ბავშვთა დაცვის დღე” – 9,600 ნახვა
  • 6 გადაცემა – “გვერდი ლეღვას 5 წლის იუბილე” – 40,200
  • 7 გადაცემა – “გმირი რაულ მჟავანაძე” – 4,800 ნახვა

კონკრეტულად, სიუჟეტების მიხედვით დათვლილი რეიტინგები ასე გამოიყურება და ამ რეიტინგის მიხედვით ყველაზე ბევრი მაყურებელი მე-6 გადაცემას ჰყავდა, რომლის თემა იყო “გვერდი ლეღვას 5 წლის იუბილე”. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ 3 ყველაზე ყურებადი სიუჟეტი

  1. “რას აღნიშნავს საქართველო 9 მაისს” – 13,000 ნახვა
  2. “სოფელი ლეღვა იმერეთში • გაიცანით მეორე ლეღვა” – 15,000 ნახვა
  3. “ქობულეთელი ბესო სურმანიძის რეალური ისტორია” – 22,000 ნახვა

სიუჟეტების ნახვების რაოდენობის მიხედვით ისევ იმავე შედეგთან მივდივართ, რომ საზოგადოებას სევდიანი ისტორიები და სკანდალებზე მომზადებული თემები აინტერესებს.

საბოლოო ჯამში “სენტენციის” 50 ვიდეო განთავსდა ფეისბუქზე, რომლის საერთო შედეგი ასე გამოიყურება:

• ნახვა – 129,300
• მოწონება – 9,283
• გაზიარება – 2,498
• კომენტარი – 1,415
• რეჩი – 485,200

საზოგადოებრივი თოქშოუ “სენტენციის” პირველი სეზონის ნახვების რაოდენობა და ყველაზე ყურებადი სიუჟეტები ასე გამოიყურება. წინ ახალი სეზონია, რომელსაც შემოქმედბეითი გუნდი სექტემბრიდან შემოგთავაზებთ.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *