“სენტენცია” ახალი ფორმატი – 44 წლის მამაკაცის საჯარო აღსარება

ახალი ამბები ახალი ამბები სიახლეები

თოქშოუ ,,სენტენციის” მომდევნო გადაცემა ახალი ფორმატით იქნება წარმოდგენილი. ერთგულ მაყურებელს წინ ყველაზე ,,ყვითელი” გადაცემა ელის. თოქშოუს ერთ-ერთი სტუმარია 44 წლის გურამი, რომელმაც, გააუპატიურა 16 წლის გოგონა. მან მისი ცხოვრების ყველა დანაშაული  ,,სენტენციაში” აღიარა.

ცეცხლოვანი სიყვარულის ისტორიას მოგიყვებათ მედეა ტაკიძე, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.

გიორგი ცეცხლაძეს მძიმე დაავადება დაუდგინდა, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. გადაცემაში გაიცნობთ გიორგის და მოისმენთ მის სულისშემძვრელ ისტორიას.

ასევე, რესპოდენტის ამპლუაში იხილავთ გადაცემის ავტორსა და წამყვანს. ის უპასუხებს ორმოცდაათ მისთვის მოულოდნელ და პირადულ შეკითხვას.

საზოგადოებრივი თოქშოუ “სენტენციის” მეორე სეზონის მეორე გადაცემა ლეღვას ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერის იმიტაციით 27 ოქტომბერს,19:00 საათზე გადაიცემა.

 

ავტორი: ირა დოლიძე

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *