სავსე დარბაზი, ანშლაგი და ახალგაზრდა პოეტის ნიჭთა ზეიმი

ახალი ამბები ახალი ამბები ცხრაფონა

რა არის პოეზია?.. და მაინც… და ისევ… სულის მდგომარეობაა… ხოლო მის სიტყვაში განსხეულება კი უკვე ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი…

“ვინ მოხატა ეგ თვალები სანუკვარი, 
ჩემი გულის სწრაფი ცემით ააცემა,
ჩემს წერილებს, მე რომ გწერდი რა უყავი,
ნეტავ ერთხელ შენ ხელბსაც დაეწერა…”

17 წლის ლეღველი პოეტის, ზურა ნემსაძის მე-5, შემოქმედებითმა საღამომ ანშლაგით ჩაიარა. ახალგაზრდა პოეტმა 25 ივლისს ქობულეთის მუზეუმში კიდევ ერთი პოეზიის საღამო ჩაატარა, სადაც ზურას ლექსები მან და მისმა მეგობრებმა წაიკითხეს.

საღამოზე წარმოდგენილი იყო ზურას ყველაზე ცნობილი ლექსი პერფორმანსის სახით, ნაჩვენები იყო ვიდეო-კოლაჟები და მუსიკალური ნომერი.

ზურამ ლექსები მიუძღვნა აფხაზეთსა და ლეოგრანდში დაღუპული ბიჭების ხსოვნას.

ტირის ბათუმი, გლოვობს აჭარა! (ლეოგრადში მომხდარი ტრაგედია)

“ალერდანივით აკიაფდა ბათუმის ქუჩა,
სადღაც კუთხეში ჩაჩოქილი გაჰკივის დედა.
წვიმის წვეთები ბათუმისთვი საშინლად წვეთავს
და ხალხის გული საშინელი გრძნობებით ფეთქავს!…”

პოეზიის საღამოს უამრავი მაყურებელი ესწრებოდა. სტუმრები მოწვეულნი იყვნენ ქობულეთის მერიიდან, კულტურის ცენტრიდან, ქობულეთის მუზეუმიდან და საღამოს ასევე ესწრებოდა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ქ-ნ ანგელინა გუგუშვილი, რომელმაც 12 წლის წინ პოეტი პირველად დააყენა სცენაზე. მან თავის გამოსვლაში ახალგაზრდა პოეტს უსურვა წარმატებები და სასიამოვნოდ დაახასიათა

-“ჩემი გამოსვლით მინდა ხოტბა შეგასხა ჩემო ძვირფასო ზურა. ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა ახალგაზრდები. შენ ყოველთვის ღიმილიანი ბიჭი ხარ. ლამაზი და მდიდარია ჩვენი კუთხე, მაგრამ მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე – ღირსეული ადამიანები, და ამ ღირსეულ ადამიანთა შორის შენც დაიმკვიდრებ საპატიო ადგილს”

პოეზიის საღამოზე პოეტმა სხვა და სხვა საჩუქარი მიიღო. ზურას ასევე საბერძნეთიდანაც გაუკეთეს სიურპრიზი. ემიგრანტმა პოეტმა, ქ-ნ ნანა ჩხაიძემ მისი ლექსების კრებული გამოუგზავნა საჩუქრად.

“სევდიან ქუჩას, ისევ შენი ღიმილი ათბობს” ასე ერქვა საღამოს, რომლის დაანონსების დროს პოეტმა legva.ge -სთან საუბარში განაცხადა, რომ გულშემატკივარი საღამოზე აუცილებლად გაიგებდა იმ გოგონას ვინაობას, ვისაც მიუძღვნა საღამო, მაგრამ როგორც ყოველთვის ამჯერადაც საიდუმლოდ დარჩა პოეტის რეალური მუზა.

საღამოს მხარდამჭერები იყო ქობულეთის მერია და ქობულეთის მუზეუმი, ხოლო ორგანიზატორი გახლდათ ქობულეთის სასულიერო სკოლის მოსწავლე ზაზი ბერიძე.

ლეღვას!

შენი სიტკბოების მნახველი ვარ ჩემო სოფელო
დიდებულია ჩემი მიწა, შენი გმირები
დალოცვილია ღვთით კურთხეული წმინდა ადგილი
აქ იზრდებიან საამაყო შენი შვილები

მთებში ჩაგდმული მონასტერი ხომ ზღაპრულია
მდორედ მომდინარ ცხრაფონისაც კი ხარ მნახველი
რკინის სადნობი ქურაც ხომ აქ ძირძველია
დიდებულია ჩემი მიწის ერთი მტკაველიც

მტკივა, მახარებს გულთან მიმაქვს მისი განცდები
აქაა ჩვენი ასწლოვანი სკოლა დიდების
წმინდა მაქსიმეს მონასტერი ძალზედ ტკბილია
ლეღვას დიდება ქვეყანაზე დიდზე დიდია.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *