საქართველოს ორგზის ჩემპიონი სამთო ველოსპორტში სოფელ ლეღვიდან

ახალი ამბები ახალი ამბები ლეღვა

21 ივლისს თბილისში სამთო ველოსპორტში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდებმა საქართველოს სხვა და სხვა  კუთხიდან მიიღეს ყოველწლიურად ტარდება.

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეებმა 18 კილომეტრიანი მანძილი დაფარეს. ჩემპიონატში მონაწილეობას ორი ასაკობრივი ჯგუფი იღებს. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი გიორგი გობაძე გახდა, რომელიც წარმოშობით სოფელ ლეღვიდანაა. გამარჯვებულს ველო მაღაზიამ სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო სპორტის ფედერაციამ ფულადი ჯილდო გადასცა.

“საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას 2012 წლიდან ვღებულობ. არ მყავდა კარგი ველოსიპედი და წინა წლებში ვერ შევძელი გამარჯვება, თუმცა ერთხელ მეორე ადგილი ავიღე. გასულ წელს შევიძინე ჩემპიონატის სტანდარტების ველოსიპედი და გამარჯვებულიც გავხდი. წელს მეორედ გავიმარჯვე. ჩემთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ამით მე საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლის უფლება მოვიპოვე” – legva.ge-სთან საუბარში გვეუბნება საქართველოს ჩემპიონი.

გიორგი ასევე რამდენჯერმე გახდა საბერძნეთისა და მაკედონიის ჩემპიონიც.  აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მას მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მიღწეული.

გიორგი გობაძე ბულბული აბულაძის ერთადერთი შვილია. ბულბული აბულაძე საზოგადოებრივი თოქშოუ “სენტენციის” მესამე გადაცემის სტუმარი იყო, რომელმაც საბერძნეთიდან მისცა ინტერვიუ “სენტენციას”

სამთო ველოსპორტის საქართველოს ორგზის ჩემპიონის სამომავლო მიზანია მსოფლიო ოლიმპიადაზე მოხვედრა. ის შესაბამისი ქულების დაგროვებისა და ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს სახელით წარსდგება და ვიმედოვნებთ, კიდევ ასახელებს საქართველოს 25 წლის საქართველოს ჩემპიონი სოფელ ლეღვიდან.

გიორგი გობაძის დაჯილდოვება

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *