ირაკლი მესხიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

ახალი ამბები ახალი ამბები ლეღვა სიახლეები ცხრაფონა

სპორტული ღონისძიება, რომელიც 33 წლის ირაკლი მესხიძის ხსოვნას მიეძღვნა დასრულდა.

საფეხბურთო ტურნირში 8 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. შეჯიბრი 26 ნოემბერს ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და 4 დეკემბერს ფინალური შეხვედრით დამთავრდა.

ფინალში ერთმანეთს ლეღვას N1 საჯარო სკოლის გუნდი და სოფელ ოჩხამურის გუნდი შეხვდნენ.

დაძაბული შეხვედრის შემდეგ თამაში ანგარიშით 2-5 დასრულდა ოჩხამურის სასარგებლოდ და ირაკლი მესხიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის გარდამავალი თასი ოჩხამურის გუნდმა მოიპოვა. ფინალს გარდაცვლილის დედაც ესწრებოდა. თასი გამარჯვებულმა გუნდმა ირაკლი მესხიძის ოჯახს გადასცა.

ტურნირის ორგანიზატორი ავთო როყვა ამბობს, რომ თამაშები კარგად წარიმართა და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმით გარდაცვლილებისთვის პატივის მიგება.

ფინალის ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო მეკარე, რომელიც სულხან ანანიძე გახდა, ხოლო ბომბარდირი ტურნირის ორგანიზატორი, ავთო როყვა.

ტურნირში ერთ-ერთი გუნდი ირაკლი მესხიძის თანაკლასელებისგან იყო დაკომპლექტებული. ვიტალი (აჩიკო) რომანაძე თანაკლასელების გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ასეთი ტურნირების დამფუძნებელიც არის.

ვიტალი (აჩიკო) რომანაძე: მივესალმები ასეთ სპორტულ ღონისძიებებს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება. სოფლის ახალგაზრდობა ჩართულია თამაშებში, პირველ რიგში ჩვენ გვინდა გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭებს მივაგოთ პატივი ამ ფომით, და იმედი მაქვს შემდეგში აღარავინ გამოგვაკლდება, თუმცა ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს გარდაცვლილებს. მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა თამაშებში.

ტურნირის ორგანიატორი შემდეგ თამაშებს თებერვლის თვეში აანონსებს, რომელიც ბაჩი ცხომელიძის ხსოვნას მიეძღვნება.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *