“საორსას” რჩეული ლეღვას N1 საჯარო სკოლიდან – “ზამთრის სკოლას” ქეთევან კაკალაძე გაივლის

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია “საორსამ” ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მოსწავლეები შეარჩია,  რომლებიც ზამთრის სკოლაში უფასოდ ისწავლიან. პროექტი ითვალისწინებს ერთკვირიან სასწავლო პროგრამას, მეწარმეობის კვირეულს, სტაჟირების პროგრამას წარმატებული მოსწავლეთათვის, თანამშრომლობას უმაღლეს/პროფესიულ ინსტიტუტებთან და სხვადასხვა პროფესიულ აქტივობებს.

ტრენინგზე ასამდე მოსწავლე იყო რეგისტრირებული, თუმცა კონკურსის საფუძველზე ჯამში 22 მოსწავლე შეირჩა. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 11 მოსწავლე მოხვდა სიაში, მათ შორის ლეღვას N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ქეთევან კაკალაძე. როგორც გვეუბნება სარეგისტრაციო ანკეტაში ყველა გავლილი ტრენინგები მიუთითა და პროფესიის არჩევის პრობლემებსა და ინფორმაციის ნაკლებობაზე ისაუბრა.

“როდესაც ანკეტა შევავსე, მაშინ მოხვედრის შანსი 50-50-ზე იყო, რადგან მხოლოდ ქობულეთში გაცნობით საღამოზე 100-ზე მეტი მოსწავლე ესწრებოდა. 12 თებერვალს როცა დამირეკეს და მითხრეს პროექტში მოხვდიო ძალიან გამიხარდა. ვთვლი რომ ეს პროექტი ზუსტად კარგ დროს გამოჩნდა. მოლოდინი უკვე გაამართლა. უზომოდ თბილი, მყუდრო და მშვიდო გარემო დამხვდა. საუკეთესო მენტორები მყავს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” – გვეუბნება ქეთევან კაკალაძე

როგორც თვითონ ამბობს, სწავლება 8 დღეს გაგრძელდება, შემდეგ კი 11 აქტიურ მოსწავლეს შეარჩევენ. შერჩეული მოსწავლეები პრაქტიკას გაივლიან თავის სამომავლო სფეროში. მიზნად კი საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა აქვს დასახული.

პროექტის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვლისწინებით აირჩიონ პროფესია.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.

 

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *