საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით ზედა ლეღვაში აქცია გაიმართა

ახალი ამბები ზედა ლეღვა მთავარი

სოფელ ლეღვის თემის, ზედა ლეღვის მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა.

სოფელ ლეღვაში არის ერთი საბავშო ბაღი, რომელიც 2012 წელს აშენდა და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, თუმცა ბაღში დღეს 75 ბავშვი სწავლობს. მათი ძირითადი მოთხოვნა არის საბავშვო ბაღის აშენება.

მოსახლეობა ითხოვს საბავშვო ბაღის აშენებას, რადგან ერთ საბავშვო ბაღში არ არის საკმარისი ადგილი და ბავშვები სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღში დაყავთ, რომელიც 4 კილომეტრის დაშორებითაა.

აქციის მონაწილეები იმ პრობლემებზეც საუბრობენ,
რომელიც ბავშვების სხვა სოფლის საბავშვო ბაღში გადაყვანის დროს არის.

შორი გზა, ფინანსური ხარჯები ბავშვების გადაყვანის დროს და ამორტიზირებული გზა.

მერის წარმომადგენლის მოადგილე, ვიტალი რომანაძე შემოუერთდა აქციას და მოსახლეობას დაპირდა მათი მოთხოვნის დღის წესრიგში დაყენებას.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *