რატომ იმართება რაულ მჟავანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მუხაესტატეში

ახალი ამბები ახალი ამბები ზედა ლეღვა

29 ივლისს რაულ მჟავანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო, რომელშიც სხვა და სხვა სოფლის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. თამაშები სოფელ მუხაესტატეს მინი სტადიონზე მინდინარეობს, სადაც ჯერ ჯგუფური ეტაპები იმართება.

სოფელ ლეღვის აგვისტოს ერთადერთი გარდაცვლილი გმირის სახელობის ტურნირის სხვა სოფელში ჩატარების მიზეზად ორგანიზატორები სოფელში არსებულ დაზიანებულ სტადიონს ასახელებენ. ტურნირის ფუძემდებელი ავთო როყვა გულისტკივილით ამბობს, რომ სოფელ ლეღვას ესაჭიროება მინი საფეხბურთო სტადიონი, რომ სოფლის გმირების სახელობის ტურნირები სხვა სოფელში არ ჩატარდეს და სოფლის ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეს ადგილზევე დაესწრონ სასურველი გუნდების თამაშს.

ტურნირის დაწყების დღეს, 29 ივლისს 2 შეხვედრა გაიმართა.

3 – ლეღვა • სკურა – 1

6 – მუხაესტატე • ოჩხამური – 5

რაულ მჟავანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მეორედ იმართება. პირველად გასული წლის ივნისში ჩატარდა, სადაც სოფელ ცხრაფონას გუნდმა გაიმარჯვა.

ტურნირის ფინალი 8 აგვისტოს გაიმართება. თუ სოფელ ლეღვის სტადიონი მანამდე მოეწყობა შესაბამისად, შესაძლებელია გმირის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გმირის სოფელშივე გაიმართოს.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *