რა არის “ღერენჯიკა” – 15 აპრილიდან ახალი, იუმორისტული გადაცემა იწყება

"ღერენჯიკა" ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

რა არის “ღერენჯიკა”?  – კითხვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენი სოფლის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა, უამრავი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ბევრი ვერსია დაფიქსირდა. ახლახანს კი უცხო სიტყვაზე აგებული ამოცანა გამჟღავნდა. “ღერენჯიკა” ეს არის თოქშოუ “სენტენციის” შემქმნელების კიდევ ერთი, ახალი, იუმორისტული გადაცემა. სხვაგვარად ღერენჯიკა კი სვანური სიტყვაა და ფრინველთა დასაჭერად განკუთვნილ მახეს ეწოდება.

იუმორისტული გადაცემა ფარული კამერის პრინციპზეა აგებული. ყოველ გადაცემაში ერთი ადამიანი შეირჩევა, ვინც წინასწარ მოფიქრებულ უხერხულ, მოულოდნელ და საინტერესო სიტუაციებში აღმოჩნდება.

ნიკოლოზ ცეზარიშვილი: გადაცემის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ. რამდენიმე ვერსია არსებობდა, მაგრამ არჩევანი ღერენჯიკაზე შევაჩერეთ. თვითონ სახელი უცხო და რთულად დასამახსოვრებელია, თუმცა თუ დაიმახსოვრებ, ალბათ არასოდეს დაგავიწყდება.

გადაცემის წამყვანი ლეღვას N1 საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლე, გუჯა მამულაძეა. გუჯა წამყვანის ამპლუაში საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება.

  • გუჯა მამულაძე: იუმორისტული პროდუქტის შექმნა რთულია და მეშინია, მიიღებს თუ არა მაყურებელი “ღერენჯიკას”.  პირველი გადაცემის მსხვერპლია სასოფლო კლუბის ხელმძღვანელი გურანდა ხაჯიშვილი. თუ რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გურანდა და რაზე გაბრაზდა ის, ამას მაყურებელი მალე იხილავს.

იუმორისტული გადაცემის პრემიერა 15 აპრილს, 20:00 საათზე, ლეღვას ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ეთერის იმიტაციით დაიწყება.

პირველი გადაცემის ანონსი

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *