ქეთევან კაკალაძე “საორსას” რჩეულია – ის აჭარის საუკეთესო 12 მოსწავლეს შორისაა

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

თებერვალში ქეთევან კაკალაძეზე გიყვებოდით, რომელიც “საორსას” ერთ-ერთ პროექტში იყო. ის ასამდე რეგისტრირებულს შორის იყო. საბოლოდ რჩეულ 22 მოსწავლეს შორის ზამთრის სკოლაში ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეც მოხვდა. ზამთრის სკოლის დასრულების შემდეგ “საორსამ” 12 საუკეთესო მოსწავლე შეარჩია. რჩეულებს შორის ქეთევან კაკალაძეცაა.

12 მოსწავლე აქტიურობის, ჩართულობის, დისწიპლინის, დავალების შესრულებისა და ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიენ.

პროგრამას ასე ჰქვია –  “პროფესიული ორიენტაცია აჭარის რეგიონში მცხოვრები საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის”. შერჩეული 12 მოსწავლე სტაჟირებას გაივლის სხვადასხვა ორგანიზაციებში პროგრამის ფარგლებში არჩეული პროფესიის მიმართულებით. ერთ კვირიანი ინტენსიური სტაჟირების ფარგლებში მოსწავლეები იდენტიფიცირებულ პროფესიებზე პრაქტიკულ დაკვირვებას და თვით-გამორკვევას შეძლებენ.

როგორც “საორსაში” გვეუბნებიან, აღნიშნული სტაჟირება ერთგვარი მექანიზმია, რომ მოსწავლემ გათვითცნობიერებული პროფესიული არჩევანი გააკეთოს.

ქეთევან კაკალაძე: “ადამიანის ცხოვრებაში მომავალი კარიერის არჩევა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან სწორედ მომავალმა კარიერამ უნდა განსაზღვროს შენი ცხოვრების სტილი, მატერიალური მხარე, პროფესიონალიზმი, რომელიც ამ შემთხვევაში არ იქნება მაღალი, თუკი პროფესიის არჩევისას შეცდომას დავუშვებთ. პროფესია, რომელიც შინაგანად შენ არ გეკუთვნის და მხოლოდ მაღალი ანაზღაურების გამო ეუფლები, შეუძლებელია საქმის იდეალური შემსრულებელი იყო. სწორედ, ამ ყველაფრის გაანალიზებაში დამეხმარა “საორსამ”. რაც შეეხება სტაჟირებას, ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ავირჩიოთ პროფესია და წარმოვისახოთ ის ჩვენს გონებაში იდეალურად, მაგრამ როცა პრაქტიკის წინაშე დავდგებით, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ეს პროფესია ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. სწორედ ეს პრაქტიკული სტაჟირება დამეხმარება და ამაში დარწმუნებულიც ვარ, რომ ზუსტად გავაანალიზო და დავრწმუნდე, რომ არის თუ არა ეს პროფესია ჩემი სიყვარულის სფერო და მართლა მინდა ის მე თუ არა.”
შერჩეული მოსწავლეები აღნიშნულ სტაჟირებას გაივლიან აპრილში, სააღდგომო არდადეგებზე.
Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *