გოგონა სოფელ ლეღვიდან, რომელიც ოქროს ვარსკვლავის VIII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა

I საჯარო სკოლა ახალი ამბები ახალი ამბები

4 ივლისს ბათუმში ოქროს ვარსკვლავის VIII საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი და ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი.

კონკურსსა და ფესტივალზე საქართველოს 30 რეგიონიდან იღებდნენ მონაწილეობას. სტუმრები მოწვეულნი იყვნენ უკრაინიდან და რუსეთიდან, ხოლო ჟიურის წევრები გახლდათ საქართველოს დედაქალაქიდან.

ფესტივალზე მხოლოდ ოთხმა მონაწილემ მიიღო ლაურეატის წოდება. მათ შორის ერთ-ერთი იყო კატო წიქარიშვილი, რომელიც სოფელ ლეღვის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.

კატო ქობულეთის ვოკალური სტუდიის “მელოდია” სოლისტია. მას არაერთი დიმპომი აქვს მიღებული, ასევე ერთი მედალი, რომელიც თბილისში მუსიკალურ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და გადასცეს.

პატარა მომღერალი ფეისბუქ გვერდი “ლეღვას” საქველმოქმედო თუ სადღესასწაულო კონცერტებში 2016-2017 წლებში აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *