“ნოემბრისეული პოეზია” – 2 წლიანი პაუზის შემდეგ ზურას ნემსაძის მეშვიდე პოეზიის საღამო ბათუმში

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე სიახლეები

25 ნოემბერს ლეღვაელი ახალგაზრდა პოეტის, ზურა ნემსაძის, მეშვიდე პერსონალური შემოქმედებითი საღამო “ნოემბრისეული პოეზია” ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

პოეტმა მაყურებლის წინაშე თავისი ცნობილი და ახალი ლექსებით წარსდგა.  საღამოზე მუსიკალური ნომრები შესრულა ნანუკა მიქაძემ, მარიტა ცეცხლაძემ, ნინო ქაცარავამ და ვაჟა აბესაძემ. ხოლო ახალაგზრდა პოეტის ლექსები წაიკითხეს ნინიკო ხაჯიშვილმა, დათა მახარაძემ, ლიზა გორგილაძემ და ნინი ჯაფარიძემ.

ზურა ნემსაძე: “ბოლო 2 წლის განმავლობაში ბათუმელებთან შეხვედრა არ მქონია ჩემი შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში. საბოლოოდ მეშვიდე საღამო გაიმართა ჩემი საყვარელი და ერთგული ბათუმელი გულშემატკივრებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, ბათუმის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასა და ჩემს ერთგულ ბათუმელებს”

პოეტი ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღარ გეგმავს მის პოეზიის საღამოებს და თავის ერთგულ მსმენელს მოანატრებს თავს, თუმცა ინტერვიუში ზურა იმასაც გვეუბნება, რომ სამომავლოდ გრანდიოზული პროექტი აქვს გეგმაში და სიურპრიზებით დაუბრუნდება სენას.

საღამოს პოეტის თანაკლასელები, მასწავლებლები და მეგობრები ესწრებოდნენ.  ღონისძიების დასრულების შემდეგ პოეტი სხვადასხვა საჩუქრებით დაასაჩუქრეს და წარმატებები უსურვეს.

შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორი იყო დაჩი კალანდარიშვილი.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *