ზურა ნემსაძის მორიგი პერსონალური საღამო, რომელიც ახალ მუზას ეძღვნება

ახალი ამბები ახალი ამბები

“უკარება იასამანი”

საღამო, რომელსაც პროვოკაციული სათაური აქვს. ზურა ნემსაძის ძველ მუზას ახალი მუზა ცვლის. კითხვაზე, სად წავიდა ძველი მუზა, პოეტი პასუხობს

“-ძველი მუზა ისევ ჩემთანა, არსად არ წასულა. უბრალოდ გამოჩნდა გოგო, რომელმაც ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში ბევრი ლექსი დამაწერინა.”

5 სექტემბერს, 16:30 საათზე ქობულეთის კულტურის სახლი ზურა ნემსაძეს მასპინძლობს. რიგით მე-6 პერსონალურ საღამოზე ახალგაზრდა პოეტი ახალი შემოქმედებით წარსდგება. იქნება ინსცენირებები და ახალი ლექსები.

ზურა ნემსაძის შემოქმედებით საღამოზე მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს ნანუკა მიქაძე, რომელიც მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” მონაწილე იყო. პოეზიის საღამოზე მონაწილეობას ასევე ღებულობენ ლიზი გორგილაძე, გიორგი ბერაძე, ნინი ყულეჯიშვილი, ნინიკო ხაჯიშვილი, ნინო ჯაფარიძე და მარიამ კაკალაძე.

საღამოს მხარდამჭერია ქობულეთის მერია, ქობულეთის კულტურის ცენტრი, ქობულეთის ახალგაზრდული სათათბირო  და legva.ge

საღამოს ორგანიზატორია ლიზი გორგილაძე.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *