Legva.ge კიდევ ერთ პროექტს, საბავშვო ფოტოკონკურსს “ციდა • 2019” იწყებს

"ციდა • 2016" ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

 Legva.ge  იწყებს 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოკონკურსს სახელწოდებით „ციდა-2019“

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პატარას, რომელიც 2019  წლის 1 ივნისის ჩათვლით იქნება 6 წლამდე ასაკის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ:
• კონკურსში მონაწილე ბავშვის ერთი ფოტო, ასაკი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი.
• მშობლის/მეურვის სახელი და გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი
• ფოტოკონკურსში მონაწილე ბავშვის პასუხისმგებელი პირის, პოტენციური მონაწილის სახელი და გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი

ფოტოკონკურსში მონაწილებისათვის გაითვალისწინეთ:
• ფოტო გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინების (ლეღვას გვერდზე) საშუალებით, ან ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე Legva.ge@gmail.com 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით,
• კონკურსში მონაწილე ბავშვი მარტო იყოს გამოსახული ფოტოზე
• კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს ფოტოები, სადაც ბავშვები დედიშობილა იქნებიან წარმოდგენილი
• კონკურსის თემატიკა თავისუფალია. არ აქვს მნიშვნელობა როდის, სად, რით და რა ვითარებაშია გადაღებული ფოტო
• ფოტოკონკურსში მონაწილეობა უფასოა

ყურადღება!
• მიღებული ფოტოები ჩვენი გვერდის საკონკურსო ალბომში განთავსდება 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით

• ფოტოკონკურსში ხმის მიცემის ათვლა დაიწყება 2019 წლის 20 მაისს და დასრულდება 2019 წლის 31 მაისი 20:00 საათზე

• ფოტოკონკურსში გამოვლინდება I, II და III ადგილი.

• გამარჯვებულები გამოვლინდებიან მოწონებების რაოდენობის მიხედვით.

• გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით.

• საჩუქრები კონკურსის დასრულებამდე კონფიდენციალურია და Legva.ge იტოვებს უფლებებს საჩუქრების სახეობა და თემატიკა სიურპრიზად დარჩეს გამარჯვებულების გამოვლენამდე.

გისურვებთ წარმატებებს.

პ.ს. თუ გაქვს რაიმე კითხვა ფოტოკონკურსთან დაკავშირებით, დაწერეთ კომენტარებში ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *