ლეღვაში საპრეზიდენტო არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 300 ხმით მოუგო

ახალი ამბები ახალი ამბები ზედა ლეღვა ლეღვა სიახლეები ცხრაფონა

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური საქართველოში პირველად გაიმართა. ლეღვაში ამ მნიშვნელოვანმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.028 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.774 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 58%-ია. პირველ ტურში კი რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან საკუთარი არჩევანი 47% (1,430 ამომრჩეველმა) გააკეთა. რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან 48% ქალია (1483), ხოლო 52% მამაკაცი (1545).

სამივე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ადგილი აიღო და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 300 ხმით დაამარცხა.

• N29 საარჩევნო უბანი (ლეღვას N1 საჯარო სკოლა)

  1. სალომე ზურაბიშვილი – 494 ხმა
  2. გრიგოლ ვაშაძე – 296 ხმა

• N30 საარჩევნო უბანი (დარეჯან ხაბაზის სახლი)

  1. სალომე ზურაბიშვილი – 308 ხმა
  2. გრიგოლ ვაშაძე – 209 ხმა

• N65 საარჩევნო უბანი (სულიკო დუმბაძის სახლი)

  1. სალომე ზურაბიშვილი – 224 ხმა
  2. გრიგოლ ვაშაძე – 221 ხმა

საბოლოოდ, სამივე უბანზე მიღებული ხმების საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 43% (726 ხმა)
  2. სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 57% (1026 ხმა)

სოფელ ლეღვაში სამივე უბანზე პრეზიდენტის არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო და მეტოქე 300 ხმით დაამარცხა. გთავაზობთ ცესკოს წინასწარ მონაცემებს 29 ნოემბრის, 17:00 საათის მდგომარეობით

 

 

ასევე გთავაზობთ სამივე უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *