ლეღვაში არჩევნები სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძემ 50 ხმით მოუგო

ახალი ამბები ახალი ამბები ლეღვა სკურა ცხრაფონა

მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებმა სოფელ ლეღვაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.032 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.430 ამომრჩეველმა გააკეთა (47%).

N29 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ადგილი აიღო და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 18 ხმით დაამარცხა, ხოლო დანარჩენ 2 უბანზე გრიგოლ ვაშაძე პირველ ადგილზე გავიდა.

საბოლოოდ, სამივე უბანზე მიღებული ხმებით  რაოდენობით პირველი სამეული ასე გამოიყურება:

                                        

• გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 41% (598 ხმა)

• სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი) – 38% (548 ხმა)

• დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის) – 9% (141 ხმა)

გამომდინარე იქედან, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, დაინიშნა მეორე ტური, რომელიც 2 კვირის ვადაში ჩატარდება.

გთავაზობთ სამივე უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *