ლეღვას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა დედებს დედის დღე ზეიმით მიულოცეს

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი საბავშვო ბაღი სიახლეები

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ლეღვას საბავშვო ბაღში. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის, “ბომბორების” აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მშობლებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

ზეიმში 31 აღსაზრდელი მონაწილეობდა, რომლებმაც დედის დღის მისალოცი ბარათები ინდივიდუალურად დაამზადეს და დედებს დედის დღე ამ ფორმითაც მიულოცეს.

საღამოს საბავშვო ბაღის პედაგოგები, აღმზრდელები, ბაღის ხელმძღვანელი და მონაწილეების მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თამუნა ჭანკურიძე, სოფო ქარცივაძე და ქეთინო ანანიძე.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *