ლეღვაელი სპორტსმენი საბერძნეთში “Author Cup 2019”-ის გამარჯვებულია

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე ლეღვა მთავარი სიახლეები

ლეღვაელი სპორტსმენი საბერძნეთში ჩატარებული სამთო ველოსპორტის შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

9, 10 და 11 მარტს საბერძნეთის ერთ-ერთ რაიონში “Author Cup 2019”-ის ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიებაში 50 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის მხოლოდ ერთადერთი ქართველი იყო. შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად გაიმართა, სადაც საბოლოოდ “Author Cup 2019”-ის გამარჯვებული გიორგი გობაძე გახდა.

“Author Cup” 2010 წლიდან ტარდება საბერძნეთში და არასდროს მოუგია უცხოელს. წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პირველი ადგილის მფლობელი უცხოელი გახდა.  ეს უცხოელი კი საბერძნეთისთვის ლეღვაელი გიორგი გობაძეა.

გიორგი გობაძე: ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადმომეცა ჩემპონის თასი, ლიდერის მაისური და საჩუქრები. ძალიან გახარებული  ვარ რომ მოვიგე ეს ჩემპიონატი. დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა.

 

გიორგი გობაძე აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს სახელით წარსდგა. ის გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო საბერძნეთში სპორტულ ღონისძიებებში არაერთხელ გამხდარა პირველი ადგილის მფლობელი.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *