კვირიკე ქობულეთის ყველაზე აქტიური სოფელია – კონკურსი დასრულდა!

ახალი ამბები ახალი ამბები

ფეისბუქგვერდი “ლეღვას” მიერ ორგანიზებული კონკურსი ,,ქობულეთის ყველაზე აქტიური სოფელი ”დასრულდა. სულ კონკურსში 32 სოფელი ჩაერთო, რათა საბოლოოდ გაგვერკვია, რომელ სოფელს ჰყავდა ყველაზე მეტი გულშემატკივარი სოციალურ სამყაროში.

კონკურს დიდი გამოხმაურება მოყვა და აქტიურად ჩაერთო ყველა მონაწილე სოფელი. 5 ტურის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 2,641 ხმა.

პროექტი 1 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა. 5 ტური მხოლოდ 2-მა სოფელმა გადალახა და ფინალში სოფელი ცხრაფონა და კვირიკე იბრძოდნენ აქტიური სოფლის სტატუსის მინიჭებისათვის. დაძაბული ფინალური ტურის შედეგები ასე გადანაწილდა:

• ცხრაფონა – 33%

• კვირიკე – 67 %

სოფელი კვირიკე

შესაბამისად, “ქობულეთის ყველაზე აქტიური სოფელი 2018” გახდა სოფელი კვირიკე.

რაც შეეხება დაპირებულ სიურპრიზს – გამარჯვებული სოფელზე საზოგადოებრივი თოქშოუ “სენტენციის” შემოქმედებითი გუნდი გადაიღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც გადაცემაში მოხვდება.

მსგავსი კონკურსები სამომავლოდაც გაგრძელდება.

პ.ს. კონკურსში მონაწილეობას არ ღებულობდა სოფელი ლეღვა, რადგან თვით სოფელ ლეღვას ფეისბუქგვერდის პროექტი იყო არსებული კონკურსი.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *