გვერდი “ლეღვას” 5 წლის იუბილე აუღნიშნეს

ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

გვერდი “ლეღვა” 5 წლის გახდა.

გვერდი “ლეღვას” ადმინისტრაციამ 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად საიუბილეო საღამო გამართა, სადაც დაპატიჟებული იყვნენ სპეციალური სტუმრები.

საიუბილეო საღამოზე ასევე იყვნენ მოწვეული სოფელ ლეღვის პოეტები, რომლებმაც საღამო მათი შემოქმედებით გაამრავალფეროვნეს. ასევე ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

საიუბილეო საღამოზე გვერდი “ლეღვას” პირველი საზოგადოებრივი თოქშოუ “სენტენციის” მე-6 გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდის ჩაწერაც მოხდა.

ღონისძიების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა გვერდს მიულოცეს იუბილე და წარმატებები უსურვეს.

საღამო საიუბილეო ტორტის ცერემონიალით დასრულდა.

გვერდი “ლეღვას” 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვერდის

ადმინისტრაციამ მომხმარებლებს სოფლის ამბების ახალი პლათფორმა შესთავაზა – Legva.ge • იყავი უფრო ახლოს შენს სოფელთან, მაშინაც კი, როდესაც შორს ხარ!

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *