გვერდი “ლეღვა” მორიგ პროექტს “აქტიური სოფელი-2018” იწყებს

ახალი ამბები ახალი ამბები

ფეისბუქ გვერდი “ლეღვა” ახალი სეზონიდან იწყებს ახალ პროექტს

„ქობულეთის ყველაზე აქტიური სოფელი – 2018“

ეს არის კონკურსი, სადაც გვინდა გამოვავლინოთ სოფელი, რომელსაც ყველაზე ბევრი მხარდამჭერი ეყოლება ფეისბუქზე.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 32 სოფელი, რომელიც ლეღვას ფეისბუქგვერდზე კომენტარების სახით იქნა შერჩეული,

ესენია:

  1. ალამბარი
  2. აჭი
  3. აჭყვა
  4. აჭყვისთავი
  5. ბობოყვათი
  6. ბუკნარი
  7. გვარა
  8. დაგვა
  9. ზენითი
  10. თეთროსანი
  11. კეჭიეთი
  12. კვირიკე
  13. კონდიდი
  14. კოხი
  15. მუხაესტატე
  16. ოჩხამური
  17. სამება
  18. საჩინო
  19. სკურა
  20. სოფ. ქობულეთი
  21. სტალინისუბანი
  22. ქაქუთი
  23. შუაღელე
  24. ჩაისუბანი
  25. ცეცხლაური
  26. ციხისძირი
  27. ცხრაფონა
  28. წყავროკა
  29. ჭახათი
  30. ხალა
  31. ხუცუბანი
  32. ჯიხანჯური

შერჩეული სოფლები კონკურსის წესების მიხედვით სოფლის მაცხოვრებლის რაოდენობისა და მიღებული კომენტარების თანაბრობით დაწყვილდება და ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ორი სოფლიდან ერთ-ერთზე.

კონკურსი 3 სექტემბერს დაიწყება და შედგება 4 ეტაპისაგან. ყოველ ეტაპზე აუცილებელია აქტიურობა და თქვენს ან სასურველ სოფელს მისცეთ ხმა ფეისბუქ გამოკითხვაში. გამარჯვებული სოფელი გამოვლინდება 1 ოქტომბერს დააგროვილი ყველაზე ბევრი ხმის შესაბამისად.

გამარჯვებულ სოფელზე გვერდი ლეღვას ადმინისტრაცია გადაიღებს ვრცელ სიუჟეტს, რომელიც გავა საზოგადოებრივ თოქშოუში “სენტენცია”

კონკურსში არ მონაწილეობს სოფელი ლეღვა, რადგან გვერდზე გამომწერების უმრავლესობა არის ამ სოფლის წარმომადგენელი და დაწმუნებულები ვართ, რომ ლეღვა გაიმარჯვებდა. რომ არ ყოფილიყო უსამართლობა და ობიექტურად ჩატარდეს კონკურსი, გადავწყვიტეთ სოფელი ლეღვა ამოგვეღო კონკურსიდან, მიუხედავათ იმისა, რომ 97 ადამიანმა კომენტარებში ლეღვას მისცა ხმა, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე გასულ სოფელს 43 ხმა ჰქონდა.

ყველა თქვენთაგანს მოგიწოდებთ, იაქტიურეთ და ხმა მიეცით თქვენს სოფელს, გამოკითხვა გააზიარეთ თქვენს პროფილზე და მოუწოდეთ თქვენს მეგობრებს მისცენ ხმა თქვენთვის სასურველ კონკურსანტს.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *