საბერძნეთის სირბილის მარათონში 136 მონაწილეს შორის გამარჯვებული გიორგი გობაძემ გახდა

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

საბერძნეთში “mistika tu valtu”-ს სირბილის მარათონი გაიმართა, სადაც 136 მონაწილე იყო ჩართული ამავე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან, საქართველოდან კი ერთმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 21 კილომეტრიანი მანძილი მათ შორის ყველაზე სწრაფად, 1 საათსა და 31 წუთში გიორგი გობაძემ დაფარა და პირველი ადგილიც 18-29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ლეღველმა ბიჭმა აიღო. 

შეჯიბრი საბერძნეთში მეორედ ჩატარდა, ხოლო გიორგიმ მონაწილეობა პირველად მიიღო. ნახევარმარათონის სირბილის ორგანიზაციიდან მედალი, თასი, სიგელი და ქულები მიიღო, რომელსაც იგი წლებია აგროვებს, რათა მოიპოვოს ლიცენზია მსოფლიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად.

გიორგი გობაძე: “ველოსპორტის შეჯიბრებები ამ ეტაპზე აღარ იყო, ამიტომ გადასული ვარ ფიზიკურ მომზადებაზე, ორი კვირაა ვემზადებოდი სირბილში. გამოჩნდა მარათონი, სადაც 135 მონაწილე იყო და მეც ჩავერთე. ჩემს კატეგორიაში პირველი ადგილი დავიკავე”

ამის შემდეგ საბერძნეთში კიდევ გაიმართა მარათონი სირბილში, სადაც ამჯერად მონაწილეობას 5 ქვეყნის სპორტსმენები იღებდა. ბულგარეთის, ალბანეთის, სერბეთის, საბერძნეთისა და საქართველოს 250 სპორტსმენი ერთმანეთს 10 კილომეტრიანი მანძილის დაფარვაში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი მთაში გაიმართა და გიორგი გობაძემ 250 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი აიღო.

გიორგი გობაძე ამავე წლის ივლისში სამთო ველოსპორტში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *