გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ეკოკლუბი “ბიოც” შეუერთდა

I საჯარო სკოლა ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

ყოველი წლის 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ლეღვას N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა “ბიომ” დასუფთავების აქციით აღნიშნა ეს დღე.

ამ დღეს ეკოკლუბელებმა ლეღვას N1 საჯარო სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო, ჩაერთო, როგორც ეკოკლუბის წევრები, ასევე სხვადასხვა კლასის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მანდატურები.

მხოლოდ დასუფთავების აქციით არ შემოფარგლულა ეკოკლუბი „ბიო“-ს ღონისძიება. მათ სკოლის დერეფნებში გამოაკრეს წინასწარ გამზადებული პლაკატები ცნობიერების ამაღლების მიზნით. ეს აქტივობა ეკოკლუბელებმა შეუსაბამეს მდგრადი განვითარების მე- 15 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას.

კლუბის ხელმძღვანელი სულხან კაკალაძე სამომავლოდაც გეგმავს მსგავსს ღონისძიებებს: “ამ კლუბის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოფლის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში მეტი მოხალისის ჩართვას. ჩვენ გვინდა თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს და ვებრძოლოთ, რაც დღესდღეობით ჩვენს ირგვლივაა.”

ეკოკლუბ “ბიოს” თითოეული აქტივობა ხორციელდება კონკურსს “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020”-ის ფარგლებში.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *