“გაგიჟებული ვფორიაქობ ამ ქარაშოტში” – ზურა ნემსაძის საიუბილეო საღამო

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

“ახალგაზრდა პოეტი” – ასე უწოდებს საკუთარ თავს ზურა ნემსაძე. 8 თებერვალს, რიგით მერვე შემოქმედებითი საღამო, რომელიც ამავდროულად საიუბილეო იყო სასტუმრო “world palace”-ის რესტორანში გაიმართა. დავითობაზე ახალგაზრდა პოეტი 18 წლის გახდა.

უკვე სრულწლოვანმა პოეტმა საღამოს მისი ბოლო ლექსიდან ამონარიდი უწოდა.  “გაგიჟებული ვფორიაქობ ამ ქარაშოტში” – დიახ, ის გაგიჟებული ფორიაქობს ამ ქარაშოტში!

საღამო დახურული სწრებით იყო და მხოლოდ სპეციალურად მოწვეული 50 შერჩეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე, პოეტის თანაკლასელები, ოჯახის წევრები და ის გამორჩეული მსმენელი, რომელიც ყველა საღამოს ესწრება.

ამბობს, რომ ტელევიზიებისთვის დახურული იყო საღამო. ერთადერთ მედიას Legva.ge-ს აძლევს ექსკლუზივს. კითხვაზე, დაანონსებული აღებული პაუზა რატომ დააჩქარა, ვერ პასუხობს, ალბათ იმიტომ რომ, ვერ გაძლო ერთგული მაყურებლის გარეშე და არც მსმენელს ალოდინა ბევრი.

“ბედნიერი ვარ ამდენი სიყვარული და სითბო რომ დავიმსახურე. მადლობა, ძალიან მიყვარხართ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს და “Batumi World palace”-ს, კარგი პროექტი გამოგვივიდა. მადლობა ჩემს მსენელებს, მეგობრებს, ნათესავებს, კლასელებს, მასწავლებლებს… ამ დიდი სიყვარულისთვის… მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომილოცა იუბილე… მიყვარხართ მეიმედებით!” – ფეისბუქზე აქვეყნებს უკვე სრულწლოვანი პოეტი

ახალგაზრდა პოეტი მსმენელთან შესახვედრად შემოქმედებით საღამოებს არ დაჯერდა. ერთი თვეა უკვე ტელეკომპანია TV 12-ს სახე გახდა. “ჩვენი დრო” ასე ქვია გადაცემას, რომელიც ყოველ სამშაბათს, 19:00 საათზე მაყურებელთან საინტერესო ადამიანებით ემზადება შესახვედრად.
გთავაზობთ ახალგაზრდა პოეტის ამ ეტაპისთვის ბოლო ლექსს, თორემ მისი მუზა არასოდეს გაფრინდება.

 

ქარს გავატანე, სევდიანი ჩემი ფიქრები,
გრძნეული ღამე, სიყვარულის ჟინს მიკაფავდა
და ჩუმ გიტარას დავუბრუნე ძველი სიმები,
რომ ამ ქარაშოტს, სიყვარულზე ვუმღერო უნდა.
ძველ ნაგლეჯ, ფურცელს მივაწერე ერთი სტრიქონი,
რომელიც, ქარის ძლიერ ქროლვას ძვლივს გადაურჩა,
მაგრამ! ის ერთი სტრიქონიც და ფურცლის ნაგლეჯი,
ვერ დავიცავი, იმ ძლიერმა ქარმა მომპარა!
წაიღო შორს და დაიკარგა ირგვლივ ყველანი
და გრძნეულ ღამეს, მოვუყევი კრძალვით ჩემს ღმერთზე,
მეტს ვეღარ დავწერ, გაუთავდა კალამს მელანი,
ხო ეს კალამი ძველია და ვერ დაწერს შენზე.
გაგიჟებული ვფორიაქობ ამ ქარაშოტში,
სისხლის წვეთებით დავაწერე ფურცელს ვინა ხარ!
მინდა, ვიყვირო, რომ გაიგოს ყველამ ეს ფრაზა,
იცი, ძალიან სიგიჟემდე: მე შენ მიყვარხარ!
Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *