დღეს ოლიმპიადა “ოცდაოთხის” გახსნითი თამაშები გაიმართა, რომელსაც თეონა ტაკიძის ოჯახიც დაესწრო

ახალი ამბები ახალი ამბები მთავარი სიახლეები

8 დეკემბერს თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალური ოლიმპიადა “ოცდაოთხი” დაიწყო. ღონისძიების გახსნას თეონა ტაკიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. თამაშების მიმდინარეობის დროს საპატიო სტუმრებიც შეუერთდნენ პროცესს. თურქეთის რესპუბლიკის ართვინის, არტაანისა და ტრაპიზონის გუბერნატორებმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის” დირექტორმა გაეცნო თამაშების პრინციპს და მონაწილე სკოლებს წარმატებები უსურვეს.

დღეს შესარჩევი ტურის პირველი და მეორე ცვლა იყო წარდგენილი, სადაც 11 სკოლის გუნდი შეხვდა ერთმანეთს და ნახევარფინალის საგზური ექვსმა სკოლამ მოიპოვა. შესარჩევი ტური 9 დეკემებერს დასრუდლება, სადაც 12 სკოლის გუნდი შეხვდება ერთმანეთს და გამოვლინდება 6 სკოლა, რომელიც ნახევარფინალში შემდეგ კვირას ითამაშებენ.

შესარჩევი ტურის თითოეულ ცვლაში დაისვა 12-12 ლოგიკური კითხვა, რომელზეც გუნდებს პასუხის მოსაფიქრებლად 1 წუთი ჰქონდათ. კითხვებს საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის” ღონისძიებათა ორგანიზატორი მარია წულუკიძე სვამდა. გუნდების პასუხებს კი 3 კომპეტენტური ჟიური აფასებდა შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. ჟიურის თავმჯდომარე თამარ თაბუკაშვილი  სპეციალურად დედაქალაქიდან არის მოწვეული, დანარჩენი ორი წევრი ოლიმპიადის მედია მხარდამჭერის, TV-25-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სულხან მესხიძე და ამავე ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “მაცნეს” წამყვანი ია გოლიაძე გახლდათ.

თამაშებს აკონტროლებდა სპეციალური დამკვირვებლები და კურატორები. 8 და 9 დეკემბერს  დასმული შეკითხვები და მონაწილე გუნდების შედეგები შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

ღონისძიება ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია „ლეღვას“ ორგანიზებით ტარდება.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *