მსოფლიოს დასუფთავების დღეს სოფელ ლეღვაც შეუერთდა

ადმინისტრაციული ერთეული ახალი ამბები ახალი ამბები საბავშვო ბაღი საექიმო ამბულატორია სასოფლო კლუბი

15 სექტემბერს მსოფლიოს დასუფთავების დღეს სოფელი ლეღვაც შეუერთდა.

სოფელ ლეღვას ადმინისტრაციული ერთეულის, საექიმო ამბულატორიის, სასოფლო კლუბისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ერთიანად შეიკრიბნენ და სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქციას ასევე ფეისბუქგვერდი ლეღვას ადმინიტრაციაც შეუერთდა.

ეს დღე  მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კამპანია  სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.

დასუფთავების აქცია ბოლოს ლეღვაში 26 მაისს გაიმართა ფეისბუქგვერდი ლეღვას ადმინიტრაციის ორგანიზებით.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *