ცხრაფონაში მინერალური წყალი აღმოაჩინეს, რომელსაც სამკურნალო თვისებები შეიძლება ჰქონდეს

სოფელ ცხრაფონაში მინერალური წყალი აღმოაჩინეს. წყალს მინერალურ ნივთიერებათა შემცველობის გამო, შესაძლოა სამკურნალო თვისებები ჰქონდეს. გასულ კვირას მინერალური წყლის, “mineral water”-ის მკლევართა ჯგუფი იმყოფებოდა ცხრაფონაში. შეისწავლეს წყლის ადგილმდებარეობა, აიღეს სინჯები და გადააგზავნეს გერმანიის წყლის კვლევით ცენტრში. თუ დადასტურდა წყლის მინერალური სარგებლიანობა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დაავადებების განკურნება. რამდენიმე კომპანია დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, ელოდებიან დასკვნას, რათა შეისყიდონ მიწის […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული მუხაესტატეს გუნდი გახდა

სპორტული ღონისძიებები, რომელიც სოფელ ლეღვაში უკვე მესამე წელია ტარდება, აქტიურ ფაზაში გადავიდა. საფეხბურთო ტურნირები სოფლის გარდაცვლილ ახალგაზრდებს ეძღვნება და მასში არამარტო სოფელ ლეღვას, არამედ სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებიც ერთვებიან. ახლახანს დასრულდა კიდევ ერთი ჩემპიონატი, რომელიც პირდაპირ ეთერში ფეისბუქ გვერდი ლეღვას გვერდზე გადაიცა. (I ტაიმი; II ტაიმი) ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირში, სადაც ქობულეთის 6 სოფელი იყო […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ირაკლი მესხიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

სპორტული ღონისძიება, რომელიც 33 წლის ირაკლი მესხიძის ხსოვნას მიეძღვნა დასრულდა. საფეხბურთო ტურნირში 8 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. შეჯიბრი 26 ნოემბერს ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და 4 დეკემბერს ფინალური შეხვედრით დამთავრდა. ფინალში ერთმანეთს ლეღვას N1 საჯარო სკოლის გუნდი და სოფელ ოჩხამურის გუნდი შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრის შემდეგ თამაში ანგარიშით 2-5 დასრულდა ოჩხამურის სასარგებლოდ და ირაკლი მესხიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ლეღვაში საპრეზიდენტო არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 300 ხმით მოუგო

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური საქართველოში პირველად გაიმართა. ლეღვაში ამ მნიშვნელოვანმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.028 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.774 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 58%-ია. პირველ ტურში კი რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან საკუთარი არჩევანი 47% (1,430 ამომრჩეველმა) გააკეთა. რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან 48% ქალია (1483), ხოლო 52% მამაკაცი (1545). სამივე საარჩევნო უბანზე […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ლეღვაში არჩევნები სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძემ 50 ხმით მოუგო

მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებმა სოფელ ლეღვაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.032 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.430 ამომრჩეველმა გააკეთა (47%). N29 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ადგილი აიღო და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 18 ხმით დაამარცხა, ხოლო დანარჩენ 2 უბანზე გრიგოლ ვაშაძე პირველ ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, […]

გაზიარება:
დაწვრილებით

სავსე დარბაზი, ანშლაგი და ახალგაზრდა პოეტის ნიჭთა ზეიმი

რა არის პოეზია?.. და მაინც… და ისევ… სულის მდგომარეობაა… ხოლო მის სიტყვაში განსხეულება კი უკვე ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი… “ვინ მოხატა ეგ თვალები სანუკვარი,  ჩემი გულის სწრაფი ცემით ააცემა, ჩემს წერილებს, მე რომ გწერდი რა უყავი, ნეტავ ერთხელ შენ ხელბსაც დაეწერა…” 17 წლის ლეღველი პოეტის, ზურა ნემსაძის მე-5, […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ვინ არის ლეღველი ახალგაზრდა პოეტი, რომლის მე-5 პერსონალური საღამო გაიმართება

25 ივლისს, 16:00 საათზე ქობულეთის მუზეუმში კიდევ ერთი პოეზიის საღამო გაიმართება. საღამოს მთავარი გმირი 17 წლის ლეღველი ახალგაზრდა პოეტი, ზურა ნემსაძე გახლავთ. ზურა 4 წელია რაც პოეზიის შემოქმედებით გზას დააგდა და დღემდე უამრავი კარგი და დასამახსოვრებელი ლექსი დაწერა. ახალგაზრდა პოეტის დებიუტი პოეზიაში გასული წლის 24 თებერვალს შედგა, სოფელ ლეღვის N1 საჯარო სკოლაში, შემდეგ იყო რამდენიმე […]

გაზიარება:
დაწვრილებით

მოთხრიან თუ არა საუკუნოვან მაგნოლიის ხეებს სოფელ ლეღვაში? – 3 მაგნოლიის ხის ისტორია

სულეიმან ეფენდი (წულუკიძე), XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც თურქეთში სწავლობდა, ლეღვაში დაბრუნების შემდეგ 3 მაგნოლიის ხე ჩამოიტანა, რომელიც ოსმან მჭედლიშვილს გადასცა საჩუქრად. ოსმანმა თავის სიძეს, ხასან მესხიძეს აჩუქა ერთი მაგნოლიის ხე, მეორე ხე ლეღვას ცენტრში დარგო, ამჟამინდელი ადმინისტრაციული შენობის გვერდით, რომლის მიწაც სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო მესამე მაგნოლიის ხე ალი გოგიტიძეს აჩუქა. მესამე ხე ისევ ლეღვაში, ალის […]

გაზიარება:
დაწვრილებით