სკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სკურის საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მოკრძალებული ღონისძიება გამართეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს საღამო. საღამოს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სკურის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა გურანდა ხაჯიშვილმა.

გაზიარება:
დაწვრილებით

ლეღვაში არჩევნები სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძემ 50 ხმით მოუგო

მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებმა სოფელ ლეღვაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.032 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.430 ამომრჩეველმა გააკეთა (47%). N29 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ადგილი აიღო და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 18 ხმით დაამარცხა, ხოლო დანარჩენ 2 უბანზე გრიგოლ ვაშაძე პირველ ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, […]

გაზიარება:
დაწვრილებით