ბოლო ინფორმაცია დაკარგული გიგა გოგიტიძის შესახებ

ახალი ამბები ლეღვა მთავარი

22 წლის გიგა გოგიტიძეს ამ დრომდე ეძენებ.

ლეღველი ახალგაზრდა ჩვეულებრივი, საოჯახო ფორმით იყო, როდესაც ცენტრალურ გზაზე, სახლიდან 200 მეტრის მოშორებით, ერთ-ერთ მაღაზიასთან ჩავიდა და რამდენიმე წუთში ოზურგეთი-ბათუმის სამარშრუტო ტაქსს გაყვა.

გიგას კვალი სოფლიდან 12 მაისს დღის 12 საათზე დაიკარგა. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ მან ბათუმში მართლაც ჩამოსვა ბიჭი, რომელიც აუღწერეს.  12 მაისს, დღის საათებში ვიდეო კამერები “ველმონდთან” აფიქსირებს, ხოლო შემდეგ ფიქსირდება ბენზეს შესასვლელთან, მშენებარე ხიდთან. კადრებში ჩანს, როგორ აჩერებს კერძო მანქანას და ჯდება. გიგას კვალი ამის შემდეგ საბოლოოდ გაქრა.

12 მაისიდან დღემდე საქართველოში თითქმის ყველგან ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას. გიგას ძმა, გიორგი გოგიტიძე ამბობს:

“საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გამოვაკარით გიგას ფოტოები. დღეს კახეთში და თბილისში ვიყავით და ფოტოები ყველგან დავტოვეთ. ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ზარი შემოვიდა, ისიც არასრული და ვერ დაზუსტდა ინფორმაცია. ყველა ჩართულია და ვეძებთ ყველანაირად. გვეხმარებიან, ყველა რესურსი გამოვიყენეთ გიგას საპოვნელად, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ გვაქვს”

გიგა გოგიტიძის ოჯახმა ფულადი ჯილდოც დააწესა მათთვის, ვინც სწორ ინფორმაციას მიაწოდებს გიგას შესახებ, მაგრამ დღემდე არც ერთი ზარი არ განხორციელებულა გიგას ადგილსამყოფელის შესახებ.

“ჩემს შვილს უკვე 47 დღეა ვეძებ. ვერსად ვერ ვიპოვე. ვერსიის დონეზეც ვერ ვფიქრობ ვერაფერს, გაურკვეულობაში ვართ ყველა. ვერც წარმოგვიდგენია სად შეიძლება იყოს. გიგა ბოლოს წამლებს სვამდა, 47 დღეა არ მიუღია და მიჭირს ფიქრი ახლა როგორ შეიძლება იყოს. იმედს არ ვკარგავ და ვიცი, რომ ცოცხალია, მაგრამ არ ვიცი სად და როგორ არის. გთხოვთ ყველას, რომ დამეხმაროთ შვილის პოვნაში. თუ სადმე შეამჩნევთ, გთხოვთ დაგვირეკოთ” – გვეუბნება გიგას დედა, ქ-ნ ინგა გოგიტიძე.

გიგა გოგიტიძე 22 წლის იყო, ის 12 მაისს გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. თუ სადმე შეამჩნიეთ აღნიშნული ახალგაზრდა გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე:

• 577 08 05 48

• 595 72 00 61

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *