ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული მუხაესტატეს გუნდი გახდა

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები ცხრაფონა

სპორტული ღონისძიებები, რომელიც სოფელ ლეღვაში უკვე მესამე წელია ტარდება, აქტიურ ფაზაში გადავიდა. საფეხბურთო ტურნირები სოფლის გარდაცვლილ ახალგაზრდებს ეძღვნება და მასში არამარტო სოფელ ლეღვას, არამედ სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებიც ერთვებიან.

ახლახანს დასრულდა კიდევ ერთი ჩემპიონატი, რომელიც პირდაპირ ეთერში ფეისბუქ გვერდი ლეღვას გვერდზე გადაიცა. (I ტაიმი; II ტაიმი)

ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირში, სადაც ქობულეთის 6 სოფელი იყო ჩართული, ფინალში ლეგიონერებისა და მუხაესტატის გუნდებს მოუწიათ თასისთვის ბრძოლა. საბოლოოდ, დამატებითი წუთების შემდეგ ანგარიში 5-4 დასრულდა. მუხაესტატემ აღნიშნული ტურნირი უკვე მეორედ მოიგო.

მუხაესტატეს გუნდის კაპიტანი: გაგვიმართლა, რადგან თანაბარი ძალის მქონდე გუნდები ვიყავით ფინალში. ვფიქრობ გამარჯვება გამართლების ხარჯზე მოვიპოვეთ.  ჩემთვის ამ ტურნირში მონაწილეობა და შემდეგ გამარჯვება ნიშნავს დიდ პატივისცემას ბაჩოს მიმართ.

ბაჩო 2016 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო და მას საფეხბურთო ღონისძიება უკვე მეორედ მიუძღნეს. ტურნირი 15 თებერვალს ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და 5 მარტს ფინალური შეჯიბრით დასრულდა. თამაშებს ბაჩოს მამა, ნუკრი ცხომელიძეც ესწრებოდა, რომელმაც ფინალში მონაწილე გუნდებს თასები გადასცა.

ნუკრი ცხომელიძე: ჩემთვის ეს ტურნირი სიამაყეა. ჩემი შვილი ჩემთვის კარგი იყო, მაგრამ ამდენად თუ ვიამაყებდი მისით ნამდვილად არ მეგონა, რადგან ჩემმა შვილმა ასეთი სახელი დატოვა. მე მადლობას ვუხდი ყველას ამ ემოციებისთვის და რა თქმა უნდა ორგაზანიტორს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო წმინდად ჩატარებული ღონისძიებისთვის.

თამაშები ცხრაფონას მინი სტადიონზე მიმდინარეობდა, რომელიც, როგორც ტურნირის ორგანიზატორი ამბობს ამორტიზებულია. სპორტულ ღონისძიებებს საფუძველი ავთო როყვამ ჩაუყარა. ის 2017 წლიდან დღემდე 6 საფეხბურთო ტურნირის ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან-წლამდე თამაშების მიმართ ინტერესი იზრდება, სტადიონის გაუმჯობესებაზე არავინ ზრუნავს.

ავთო როყვა: ამ ტურნირებში ბევრი სოფელი იღებს მონაწილეობას. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურს თამაშებში ჩაერთოს, მაგრამ არ გვაქვს ნორმალური სტადიონი. თქვენ თვითონ ნახეთ რა მდგომარეობაშია მოედანი. ყოველი თამაშის წინ მოვდივართ ბიჭები და რაც შეგვიძლია სტადიონს ვაწესრიგებთ, რომ ნორმალურად ვითამაშოდ. ჯგუფური ეტაპების დროს ცუდი ამინდები იყო და თამაშები დატბორილ სტადიონზე მოგვიხდა. არავინ გვეხმარება ამ ყველაფერში. კარგი იქნება თუ ცოტას მაინც დაგვეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ან ქობულეთის მერია. ჩვენი სურვილია ნორმალურიმოედანი მაინც გვქონდეს, რომ სრულფასოვნად შევძლოთ თამაშების ჩატარება. მინდა მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტურნირები. მსურს სოფელში დავნერგო ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფეხბურთს თუ არ ვისწავლით, ჯანმრთელობას შევუწყობთ ხელს. თუ ვინმე შეგვაგინებს, პასუხის გაცემის თავიც გვექნება. დიდი მადლობა ყველას, მონაწილეებს, მაყურებელს და რა თქმა უნდა ბაჩოს ოჯახს.

ტურნირის ორგანიზატორი სამომავლოდ ისევ აპირებს მსგავსი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, თუმცა მოხდება თუ არა ეს ახალ სტადიონზე ჯერ უცნობია.

წინა სტატია: http://legva.ge/bacho-tskhomelidzis-sakhelobis-saphekhburtho-turniri-daitsqho/

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *