ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები
15 თებერვალს ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. სპორტულ ღონისძიებაში სხვადასხვა სოფლის 6 გუნდი იღებს მონაწილეობას. თამაშები სოფელ ცხრაფონის მინი სტადიონზე მინდინარეობს, სადაც ჯერ ჯგუფური ეტაპები იმართება.
ალამბრის, მუხაესტატეს, ლეღვას, ჩეხედნის, ოჩხამურისა და ლეგიონერების გუნდები გამარჯვებისთვის 9 დღის განმავლობაში იბრძოლებენ. გუნდები 2 კატეგორიად A და B ჯგუფებად გაიყო, საიდანაც ნახევარფინალში 4 გუნდი გადავა.
ტურნირის დაწყების დღეს, 15 თებერვალს 2 შეხვედრა გაიმართა.

12 – ლეგიონერები • ალამბარი – 4

3 – მუხაესტატე • ლეღვა – 4

პირველი შეხვედრის მომბარდირებია:

  1. ავთო როყვა – 4 გოლი
  2. რეზი ქათამაძე – 3 გოლი
  3. ნიკა ომელინსკი – 3 გოლი
  4. საბა ტაკიძე – 2 გოლი
  5. ჯანი ცეცხლაძე – 2 გოლი

ბაჩო ცხომელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მეორედ იმართება. პირველად გასული წლის თებერვალში ჩატარდა, სადაც სოფელ მუხაესტატეს გუნდმა გაიმარჯვა.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *