ლეღვაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო წარჩინებული მოსწავლის, 15 წლის თეონა ტაკიძის გარეშე

I საჯარო სკოლა II საჯარო სკოლა ახალი ამბები ახალი ამბები საბავშვო ბაღი სკურის საჯარო სკოლა

17 სექტემბერს სწავლა დაიწყო საქართველოს ყველა სკოლასა თუ ბაღში. ყველგან, ყველა სკოლაში ყველა სიხარულით შეხვდა სკოლის დაწყებას.

სოფელ ლეღვის N1 საჯარო სკოლის სასწავლო წლის პირველი დღე ტკივილიანი იყო, რადგან რამდენიმე დღის წინ, წარჩინებული, X კლასის მოსწავლე თეონა ტაკიძე ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვლილი მოსწავლის თანაკლასელები დღეს შავებში შემოსილები მიუსხდნენ სკოლის მერხებს, პირველად თეონას გარეშე. გარდაცვლილი თანაკლასელის საპატივცემულოდ მათ კლასში კუთხე მოაწყვეს, სადაც თეონას ფოტოები გამოფინეს.

ლეღვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე, დავით მჭედლიშვილმა მიულოცა და X კლასის მოსწავლეებს თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული თანაკლასელის გამო.

N1 საჯარო სკოლამ წელს 16 პირველკლასელი მიიღო. საერთო ჯამში ამ დროისთვის სკოლაში 240-მდე მოსწავლე ირიცხება.

 

 

55-ე სასწავლო წელი დაიწყო სოფელ ლეღვის N2 საჯარო სკოლაში, სადაც 125 მოსწავლე სწავლობს. სკოლამ წელს 12 პირველკლასელი მიიღო.

კიდევ ერთი სასწავლო წელი დაიწყო სკურის საჯარო სკოლაში, სადაც მხოლოდ 5 პირველკლასელი მიიღო სკოლამ, საერთო ჯამში კი სკოლაში 55 მოსწავლე ირიცხება.

სასწავლო წელი გაანახლა სოფელ ლეღვის საბავშვო ბაღმა. “ცისარტყელების” ჯგუფს წელს 24 ახალი აღსაზრდელი შეუერთდა. საერთო ჯამში კი ბაღს 74 აღსაზრდელი ჰყავს.

სოფლის სამივე სკოლაში ამჟამად 420-მდე მოსწავლე ირიცხება, მათ შორის 33 პირველკლასელი.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *