საქართველოს სახელით მიღწეული წარმატება სამთო ველოსპორტში – გიორგი გობაძე ისევ ხუთეულშია

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

 გიორგი გობაძე საზღვარგარეთ კიდევ ერთ წარმატებას აღწევს. საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი საქართველოს სახელით სამთო ველოსპორტში ბოლო ორი შეჯიბრის შედეგებით ისევ ხუთეულშია.

10 თებერვალს “დასავლეთ საბერძნეთის” ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ სალონიკში სამთო ველოსპორტში შეჯიბრი გაიმართა, სადაც 90-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებაში 24 კილომეტრიანი მანძილი გიორგი გობაძემ მესამე დაფარა.

17 თებერვალს იგივე ფედერაციის ორგანიზებით მეორე შეჯიბრი გაიმართა ქალაქ კილკისში. საერთაშორისო შეჯიბრში 3 ქვეყნის 160 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. აქ 25 კილომეტრიანი ტექნიკური გზა იყო დასაფარი ანუ 5 წრე, თითოეული 5 კილომეტრი. გიორგი გობაძემ კი კილკისში გამართულ სამთო ველოსპორტში მერე ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორსმენმა მეორე ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი 400 € მიიღო, ხოლო ველო მაღაზიამ 250 € ვაუჩერის სახით, რომლითაც გიორგი გობაძემ ველო ტანსაცმელი და ველოსიპედის სქსესუარები შეიძინა.

“ეს შეჯიბრი ჩემთვის პირველი იყო. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. 27 თებერვალს თურქეთში საერთაშორისო, 5 დღიანი ტურნირი მეწყება. ამ ტურნირებით მინდა სალიცენზიო ქულები დავაგროვო, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდე” – გვეუბნება სპორტსმენი.

გიორგი გობაძე ორივე შეჯიბრზე საქართველოს სახელით წარსდგა. ის გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო საბერძნეთში სპორტულ ღონისძიებებში არაერთხელ გამხდარა პირველი ადგილის მფლობელი.

 

 

 

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *