სოფელ ლეღვის ბავშვები “მომავლის ბანაკში” ისვენებენ

I საჯარო სკოლა II საჯარო სკოლა ახალი ამბები მთავარი სკურის საჯარო სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000 მოსწავლე დაისვენებს, მათ შორის სოფელ ლეღვის სამი სკოლის 4 მოსწავლეა. ლეღვის N1 საჯარო სკოლიდან ქეთევან კაკალაძე, მარი დავითაძე ლეღვის N2 საჯარო სკოლიდან, ხოლო სკურის საჯარო სკოლიდან 2 მოსწავლე მარი ჯინჭარაძე და გეგი ხვიჩია 26 ივნისს შეუერთდნენ “მომავლის ბანაკს”.

პროექტი, მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-

ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით – კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება.

მოსწავლეები სოფელში 2 ივლისს დაბრუნდებიან.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *