დაკარგული 22 წლის გიგა გოგიტიძის ოჯახის მიმართვა საზოგადოებას

ახალი ამბები ახალი ამბები ლეღვა

12 აგვისტოს 22 წლის გიგა გოგიტიძის გაუჩინარებიდან 3 თვე შესრულდება.  გიგას ოჯახი და სამართალდამცავები დაკარგვის დღიდან დღემდე განუწყვეტლივ ეძებენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ გიგა ეპოვნათ.

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და აჭარის ყველა სოფელში გაიკრა ფოტოები. გიგას ფოტოები ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც გააკრეს. გიგას ოჯახის ახლობლები ოჯახიდან ოჯახში, სოფლიდან სოფელში კითხულობდნენ დაკარგულ ახალგაზრდას. საქართველოს უამრავმა ტელევიზიამ გააშუქა ინფორმაცია. სოციალური ქსელები გიგას ამბავმა მოიცვა, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ დასრულდა ყოველი მცდელობა. დაკარგული ახალგაზრდის ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა. ერთადერთი ის დარჩენიათ, ყოველი ჭიშკრის გაღებისას, გიგას შემოსვლის იმედით იცოცხლონ.

დაკარგული გიგა გოგიტიძის ოჯახი ბოლო მიმართვას აკეთებს საზოგადოებისთვის

-“ძალიან გთხოვთ ჩვენს გულისტკივილს მოეკიდოთ ყურადღებით. მჯერა, რომ გიგა ცოცხალია და ის არაა მარტო. ვიცი, რომ მასზე ყველა ინფორმაციას ნახულობთ. თუ ვინმენ ჰყავს გიგა, კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ნუ დაგვიმალავთ. გიგა ბოლოს ავად იყო, მკურნალობდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი კურსი ჩაუვარდა და რთულია მოვლა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ნუ დაგვიმალავთ, გამოგვეხმაურეთ და გვითხარით გიგას ადგილსამყოფელი, დაგვიკავშირდით. ოჯახი პირობას და სიტყვას გაძლევთ, ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს შესახებ ვინც არ უნდა იყოთ და იმასაც კი გეტყვით, რომ ოჯახის წევრად მიგიღებთ, სიტყვას ვიძლევით, რომ არავინ არაფერს არ გეტყვით, ერთ კითხვასაც არავინ დაგისვამთ, ოღონდ გიგა დაგვიბრუნეთ, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ”.

გიგა გოგიტიძე სოფელ ლეღვას მკვიდრი იყო. ის 12 მაისს გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. თუ სადმე შეამჩნიეთ აღნიშნული ახალგაზრდა გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე:

• 577 08 05 48

• 595 72 00 61

 

გიგა გოგიტიძის შესახებ ბოლო ინფორმაცია legva.ge-მ 1 თვის წინ მოამზადა

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *