ლეღვაში საპრეზიდენტო არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 300 ხმით მოუგო

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური საქართველოში პირველად გაიმართა. ლეღვაში ამ მნიშვნელოვანმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.028 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.774 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 58%-ია. პირველ ტურში კი რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან საკუთარი არჩევანი 47% (1,430 ამომრჩეველმა) გააკეთა. რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან 48% ქალია (1483), ხოლო 52% მამაკაცი (1545). სამივე საარჩევნო უბანზე […]

გაზიარება:
დაწვრილებით

“ნოემბრისეული პოეზია” – 2 წლიანი პაუზის შემდეგ ზურას ნემსაძის მეშვიდე პოეზიის საღამო ბათუმში

25 ნოემბერს ლეღვაელი ახალგაზრდა პოეტის, ზურა ნემსაძის, მეშვიდე პერსონალური შემოქმედებითი საღამო “ნოემბრისეული პოეზია” ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა. პოეტმა მაყურებლის წინაშე თავისი ცნობილი და ახალი ლექსებით წარსდგა.  საღამოზე მუსიკალური ნომრები შესრულა ნანუკა მიქაძემ, მარიტა ცეცხლაძემ, ნინო ქაცარავამ და ვაჟა აბესაძემ. ხოლო ახალაგზრდა პოეტის ლექსები წაიკითხეს ნინიკო ხაჯიშვილმა, დათა მახარაძემ, ლიზა გორგილაძემ და ნინი […]

გაზიარება:
დაწვრილებით

სკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სკურის საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მოკრძალებული ღონისძიება გამართეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს საღამო. საღამოს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სკურის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა გურანდა ხაჯიშვილმა.

გაზიარება:
დაწვრილებით

თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალურ ოლიმპიადაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია “ლეღვა” ინტელექტუალურ ოლიმპიადას იწყებს. პროექტი, რომელიც ბათუმში 2013 წლიდან პოპულარობით სარგებლობდა, წელს ქობულეთის სკოლებს შორის გაიმართება. ინტელექტუალური კონკურსი ლოგიკურ კითხვებზე აგებული თამაშია, სადაც სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრება და საბოლოოდ, 3 ტურის შემდეგ, 24 სკოლიდან საუკეთესო სამეულს ჟიური გამოავლენს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კონკურენტუნარიანობის ხარისხის ამაღლება, მოსწავლეებში ინტელექტუალური ნიჭის გაღრმავება და გუნდური მუშაობის […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ლეღვას საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი საშემოდგომო ზეიმი გაიმართა

მორიგი ღონისძიება გაიმართა ლეღვას საბავშვო ბაღში. “შემოდგომა მოვიდა, წითელ-ყვითელ ფერებში” – ასე ერქვა ზეიმს, რომელიც ეძღვნებოდა შემოდგომას. ბაღის აღსაზრდელებმა ლექსებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს საღამო. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა ასევე ამოავლენ ჩურჩხელები და იმიტირებულად დაწურეს ღვინო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის აღმზრდელები, აღსაზრდელები და მშობლები. ზეიმი 15 ნომებერს გაიმართა. ორგანიზატორები იყო თამუნა ჭანკურიძე და ცირა სეფერთელაძე, რომლებსაც […]

გაზიარება:
დაწვრილებით

რატომ სტუმრობდნენ ქართული შოუბიზნესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები სოფელ ლეღვას

15 ნოემბერს სოფელ ლეღვას ქართული შოუბიზნესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები სტუმრობდნენ. გია დავითიანი, ეკა მამასახლისი, სალომე გოგიაშვილი, აჩი ფურცელაძე, სოფო ხალვაში, ზურა ხაჩიძე, ხათუნა ჟორდანია,  ნინი ქარსელაძე, ირაკლი აბჟანდაძე, აჩი ბერიძე, თემურ თათარაშვილი, ოთო კოვზირიძე და თამუნა ჯანელიძე  ბათუმში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტისთვის იყვნენ ჩამოსულები. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხთა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, […]

გაზიარება:
დაწვრილებით

დაცული: რატომ არ გააშუქა სოფლის ერთადერთმა საინფორმაციო გვერდმა თეონა ტაკიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

ამონაწერი არ არის, რადგან ეს დაცული ჩანაწერია.

გაზიარება:
დაწვრილებით

ლეღვაში არჩევნები სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძემ 50 ხმით მოუგო

მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებმა სოფელ ლეღვაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის N29, N30 და N65 საარჩევნო უბანზე სულ 3.032 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი კი 1.430 ამომრჩეველმა გააკეთა (47%). N29 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ადგილი აიღო და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 18 ხმით დაამარცხა, ხოლო დანარჩენ 2 უბანზე გრიგოლ ვაშაძე პირველ ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, […]

გაზიარება:
დაწვრილებით