დაკარგული 22 წლის გიგა გოგიტიძის ოჯახის მიმართვა საზოგადოებას

12 აგვისტოს 22 წლის გიგა გოგიტიძის გაუჩინარებიდან 3 თვე შესრულდება.  გიგას ოჯახი და სამართალდამცავები დაკარგვის დღიდან დღემდე განუწყვეტლივ ეძებენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ გიგა ეპოვნათ. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და აჭარის ყველა სოფელში გაიკრა ფოტოები. გიგას ფოტოები ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც გააკრეს. გიგას ოჯახის ახლობლები ოჯახიდან ოჯახში, სოფლიდან სოფელში კითხულობდნენ დაკარგულ ახალგაზრდას. საქართველოს უამრავმა ტელევიზიამ გააშუქა […]

გაზიარება:
დაწვრილებით

რატომ იმართება რაულ მჟავანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მუხაესტატეში

29 ივლისს რაულ მჟავანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო, რომელშიც სხვა და სხვა სოფლის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. თამაშები სოფელ მუხაესტატეს მინი სტადიონზე მინდინარეობს, სადაც ჯერ ჯგუფური ეტაპები იმართება. სოფელ ლეღვის აგვისტოს ერთადერთი გარდაცვლილი გმირის სახელობის ტურნირის სხვა სოფელში ჩატარების მიზეზად ორგანიზატორები სოფელში არსებულ დაზიანებულ სტადიონს ასახელებენ. ტურნირის ფუძემდებელი ავთო როყვა გულისტკივილით ამბობს, რომ სოფელ ლეღვას […]

გაზიარება:
დაწვრილებით

“სენტენციის” I სეზონი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა

ფეისბუქგვერდი “ლეღვას” ადმინისტრაციამ 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყო საზოგადოებრივი თოქშოუს მომზადება. “სენტენცია” – ასე ერქვა გადაცემას, რომელიც ყოველი თვის სადღესასწაულო რიცხვში ფეისბუქგვერდი “ლეღვას” პირდაპირი ეთერის იმიტაციით ირთვებოდა. საზოგადოებრივ თოქშოუ “სენტენციის” პირველ სეზონზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. წამყვანის, პროდიუსერის, ოპერატორის, სცენარისტების, გრიმიორისა და მძღოლის 5 თვიანი მუშაობის შედეგმა საბოლოოდ 7 გადაცემა შექმნა, რომლის საერთოდ ნახვების რაოდენობა 25,500 შეადგინა. თითოეული […]

გაზიარება:
დაწვრილებით

სავსე დარბაზი, ანშლაგი და ახალგაზრდა პოეტის ნიჭთა ზეიმი

რა არის პოეზია?.. და მაინც… და ისევ… სულის მდგომარეობაა… ხოლო მის სიტყვაში განსხეულება კი უკვე ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი… “ვინ მოხატა ეგ თვალები სანუკვარი,  ჩემი გულის სწრაფი ცემით ააცემა, ჩემს წერილებს, მე რომ გწერდი რა უყავი, ნეტავ ერთხელ შენ ხელბსაც დაეწერა…” 17 წლის ლეღველი პოეტის, ზურა ნემსაძის მე-5, […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ეკო კლუბი “ბუნების ზარის” დასუფთავების აქცია ქობულეთის სანაპიროზე

სოფელ ლეღვის N2 საჯარო სკოლის ეკო კლუბი “ბუნების ზარმა” 21 ივლისს ნიკო კეცხოველის პრემია 2019-ის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოაწყო. სკოლის მოსწავლეებმა ქობულეთში სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ყველას არ დაყარონ ნაგავი ქალაქსა და მის შემოგარენში. დასუფთავების აქციის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და საკუთარი წვლილის შეტანა გარემოს დაცვის […]

გაზიარება:
დაწვრილებით

საქართველოს ორგზის ჩემპიონი სამთო ველოსპორტში სოფელ ლეღვიდან

21 ივლისს თბილისში სამთო ველოსპორტში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდებმა საქართველოს სხვა და სხვა  კუთხიდან მიიღეს ყოველწლიურად ტარდება. ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეებმა 18 კილომეტრიანი მანძილი დაფარეს. ჩემპიონატში მონაწილეობას ორი ასაკობრივი ჯგუფი იღებს. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი გიორგი გობაძე გახდა, რომელიც წარმოშობით სოფელ ლეღვიდანაა. გამარჯვებულს ველო მაღაზიამ სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო […]

გაზიარება:
დაწვრილებით

ვინ არის ლეღველი ახალგაზრდა პოეტი, რომლის მე-5 პერსონალური საღამო გაიმართება

25 ივლისს, 16:00 საათზე ქობულეთის მუზეუმში კიდევ ერთი პოეზიის საღამო გაიმართება. საღამოს მთავარი გმირი 17 წლის ლეღველი ახალგაზრდა პოეტი, ზურა ნემსაძე გახლავთ. ზურა 4 წელია რაც პოეზიის შემოქმედებით გზას დააგდა და დღემდე უამრავი კარგი და დასამახსოვრებელი ლექსი დაწერა. ახალგაზრდა პოეტის დებიუტი პოეზიაში გასული წლის 24 თებერვალს შედგა, სოფელ ლეღვის N1 საჯარო სკოლაში, შემდეგ იყო რამდენიმე […]

გაზიარება:
დაწვრილებით

მოთხრიან თუ არა საუკუნოვან მაგნოლიის ხეებს სოფელ ლეღვაში? – 3 მაგნოლიის ხის ისტორია

სულეიმან ეფენდი (წულუკიძე), XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც თურქეთში სწავლობდა, ლეღვაში დაბრუნების შემდეგ 3 მაგნოლიის ხე ჩამოიტანა, რომელიც ოსმან მჭედლიშვილს გადასცა საჩუქრად. ოსმანმა თავის სიძეს, ხასან მესხიძეს აჩუქა ერთი მაგნოლიის ხე, მეორე ხე ლეღვას ცენტრში დარგო, ამჟამინდელი ადმინისტრაციული შენობის გვერდით, რომლის მიწაც სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო მესამე მაგნოლიის ხე ალი გოგიტიძეს აჩუქა. მესამე ხე ისევ ლეღვაში, ალის […]

გაზიარება:
დაწვრილებით

გოგონა სოფელ ლეღვიდან, რომელიც ოქროს ვარსკვლავის VIII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა

4 ივლისს ბათუმში ოქროს ვარსკვლავის VIII საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი და ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი. კონკურსსა და ფესტივალზე საქართველოს 30 რეგიონიდან იღებდნენ მონაწილეობას. სტუმრები მოწვეულნი იყვნენ უკრაინიდან და რუსეთიდან, ხოლო ჟიურის წევრები გახლდათ საქართველოს დედაქალაქიდან. ფესტივალზე მხოლოდ ოთხმა მონაწილემ მიიღო ლაურეატის წოდება. მათ შორის ერთ-ერთი იყო კატო წიქარიშვილი, […]

გაზიარება:
დაწვრილებით