10 დღეში ლეღვაში 2 სასურსათო მაღაზია გაქურდეს – ზარალი 15 ათას ლარს აღწევს

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე ლეღვა მთავარი სიახლეები

მემედალ ცხომელიძის სასურსათო მაღაზია 28 იანვარს ღამით გატეხეს. დამნაშავეებმა მაღაზიის უკანა მხრიდან შეამტრიეს კარი და სათავსოში შეაღწიეს. უცხო პირებმა სათავსოს გავლით მაღაზიის ძირითად ნაწილში გადაინაცვლენ, სადაც შაქრის ტომარა გაცალეს, რომლითაც სავარაუდოდ თამბაქო გაიტანეს. ჩვენი ინფორმაციით წაღებულია რამდენიმე ათასი ლარისთამბაქოს ნაწარმი. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა არ არის ცნობილი.

მაღაზიაში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს ადამაინები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მათი ამოცნობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. არსებულ მაღაზიაში ქურდობის ფაქტი წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა. ამ დრომდე არც ერთი შემთხვევა არ გამოძიებულა.

ასევე სასურსაღო მაღაზია ლეღვაში გაქურდეს 17 იანვარს. გურამი ანანიძის მაღაზიაში დამნაშავეებმა ფანჯრაზე მიმაგრებული რკინის გისოსები მოაძრეს და ისე შეაღწიეს. მაღაზიიდან 3 ათას ლარზე მეტი ალკოჰოლური სასმელი, თამბაქო, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი, ე.წ. ნისიების რვეული და რამდენიმე ათეული ფულადი თანხა წაიღეს.

მაღაზიის მეპატრონე გურამ ანანიძე გვეუბნება, რომ 15 წელია აქვს მაღაზია, თუმცა ეს შემთხვევა პირველია.

გურამ ანანიძე: არასდროს დაფიქსირებულა ქურდობის ფაქტი. ეს პირველი შემთხვევა იყო. წაიღეს რამდენიმე ათასი ლარის პროდუქტი. ყოველ დღე ვხვდები, რომ რაღაცეები მაკლია. კონკრეტულად ეჭვი არავისზე მაქვს. 60-მდე ადამიანზე მაქვს მიცემული 300 ლარზე მეტი პროდუქტი, და შეიძლება რომელიმე მათგანი ყოფილიყო. ფანჯრებს ისევ გავუკეთე რკინის გისოსები.

ორივე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დამნაშავეებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ლეღვაში საექიმო ამბულატორია გატეხეს, საიდანაც არაფერი წაუღიათ, თუმცა დამნაშავეებმა ნივთები გადაადგილეს.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *